საქართველო მინიატურებში. Vol.1

საიდუმლო, რა თქმა უნდა, დეტალებშია! დეტალები კი ის არის, რისი მიფუჩეჩების დიდოსტატებიც ქართველები ვართ. სულ, მთავარი და მსხვილმანიო და – დეტალები კი გვავიწყდება. აქ კიდევ, უუმცირეს დეტალებს ისეთი ყურადღება აქვს დათმობილი, არ აღფრთოვანდე, შეუძლებელია. ქობულეთთან მდებარე ეს მინიატურების პარკი ერთი იმ იშვიათი გამონაკლისთგანია, როცა კაცი იტყვის, აგერ, ქართველებსაც რაღაც მართლა კარგად გაუკეთებიათო.

ჟანგბადის ნინძების აქცია

თბილისში ძგლებიც კი ვეღარ სუნთქავენ! – შესანიშნავი აქცია, რომელიც ანონიმურმა ჯგუფმა მოაწყო, თავს ჟანგბადის ნინძებს რომ უწოდებს. უბედურება ის არის, რომ ეს ამბავი ყველას მიეწონა იმათ გარდა, ვისაც პრობლემის მოგვარება ევალება. აბა, სხვა რაა, თბილისის მერის მუქარა, “პატივცემული ძეგლების” შეურაცხყოფას არავის ვაპატიებთო?! Стыдно, ამხანაგო კომკავშირის მდივანო, то есть, ვიცე-მერო! თუმცა, ვიცე-მერები მოდიან და მიდიან. წესიერი […]

ფორბსის უმდიდრეს მომღერალთა სია

ამერიკელი მომღერალი ბიონსე ნოულზი ჟურნალ ფორბსის ვერსიით,  მუსიკის სფეროში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალია. 2017 წლის მონაცემებით, ბიონსემ 105 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. ამ თანხაში შედის როგორც ალბომის გაყიდვით მიღებილი შემოსავალი, ასევე საკონცერტო ტურნეთი მიღებული ფული. გარდა ამისა, 36 წლის ბიონსე ტანსაცმლის საკუთარი ხაზის მფლობელია. წელს მარტში ფორბსმა ბიონსეს ქმარი რეპერი ჯეი ზის ქონება 810 მილიონ დოლარად შეაფასა […]

ნაპოლეონის ოქროს დაფნის ფოთოლი

ნაპოლეონ ბონაპარტის დაფნის გვირგვინის ერთი ფოთოლი აუქციონზე 625 ათას ევროდ გაიყიდა. 10 გრამიანი ოქროს ნაკეთობა მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი დამპყრობლის ძალაუფლების სიმბოლოდ შეფასდა. ჟან პიერ ოსენატი / აუქციონერი ნაპოლეონი მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფიგურა იყო. საინტერესოა, რომ ასეთი მცირე ზომის ნივთი მისნაირი მასშტაბის ადამიანის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა. ცნობილია, რომ გვირგვინი ნაპოლეონის კორონაციის ცერემონიისთვის დამზადდა, თუმცა […]

გარი ოლდმენის „ბნელი საათი“

გარი ოლდმენმა უინსტონ ჩერჩილის როლი შეასრულა. 35-წლიანი სამსახიობო კარიერს მანძილზე ვეტერან მსახიობს ბეთჰოვენის, ლი ჰარვი ოსვალდისა, პონტოელი პილატეს და სხვა ისტორიულ პირთა  როლები აქვს შესრულებული. ამჯერად მსახიობმა ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პოლიტიკოსისა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრის როლი მოირგო. გარი ოლდმენი / მსახიობი მე ძალიან დიდი ხანი ვიფიქრე, სანამ როლის შესრულებას დავთანხმდებოდი. საბოლოოდ მე და ჯო შევხვდით […]

American Music Awards

ბრუნო მარსი American Music Awards-ის ვერსიით წლის საუკეთესო შემსრულებელია.  მსოფლიოს ერთ ერთი ყველაზე პრესტიჟული მუსიკალური პრემიის მთავარი ჯილდოს გარდა 32 წლის მომღერალმა  კიდევ 6 ნომინაციაში გაიმარჯვა. კომპოზიცია That’s What I Like საუკეთესო სოულ სიმღერად აღიარეს, ხოლო ამ სიმღერაზე გადაღებული კლიპი – წლის საუკეთესი კლიპად. თავად ბრუნო მარსმა დაჯილდოვების ცერემონიალზე დასწრება, რომელიც ლოს ანჯელესში გაიმართა, ვერ […]

„სატანა“ მენსონი მოკვდა

ჩარლზ მენსონი მოკვდა. ბოროტმოქმედი, რომელმაც სიცოხლის ბოლო 45 წელი ციხის საკანში სრულიად მარტომ გაატარა, 83 წლის იყო.  ცნობა მენსონის სიკვდილის შესახებ პირველმა დებრა ტეიტმა გაავრცელა. დებრა მენსონის ყველაზე ცნობილი მსხვერპლის, შერონ ტეიტის დაა.  ჰოლივუდელი მსახიობი და რეჟისორ რომან პოლანსკის ცოლი შერონ ტეიტი 8 თვის ფეხმძიმე იყო, როდესაც ჩარლზ მენსონმა ის თავისივე სახლში, წვეულების დროს მოკლა. […]

70 წელი ერთად

ინგლისის დედოფალს ელიზაბეტ მეორესა და მის მეუღლეს პრინც ფილიპს ქორწინების 70 წელი შეუსრულდათ. იუბილესთან დაკავშირებით ბუკინგემის სასახლის წარმომადგენლებმა, სპეციალურად გადაღებული ფოტოები გაავრცელეს. ფოტოსურათებზე დედოფალი პრინც ფილიპთან ერთად არის აღბეჭდილი. დედოფალს სწორედ ის კაბა აცვია, რომელიც ბრილიანტის იუბილეზე ეცვა. ელიზაბეტ მეორეს ოქროს, ლალისა და ბრილიანტის აქსესუარები ამშვენებს, რომელიც ფილიპმა დედოფალს 1966 წელს აჩუქა. წყვილმა 1947 წლის […]