რატომ უარყვეს ებრაელებმა იესო?

მართლაც რატომ? არ გიფიქრიათ? აბა, წარმოვიდგინოთ – ამჟამად დედამიწაზე ორ მილიარდზე მეტ ადამიანს სწამს იესოსი. კერძოდ, ის, რომ:
ა. იესო ნამდვილად არსებობდა;
ბ. ნაღდად ის, იყო, ვინც ჰგონიათ.
და რაც მთავარია, ამ ორი მილიარდიდან არც ერთს ცოცხალი იესო ნანახი არ ჰყავს. აბა, მაშინ რა დაემართათ იმ ძველ ებრაელბს, რომლებმაც იესო ცოცხალი ნახეს, მისგან მოწოდებული პური და ღვინო გასინჯეს, მისი შეხებით განიკურნენ და ამ ყველაფრის მიუხედავად, იესო არ მიიღეს და მესიად არ აღიარეს.
მოდი, გავერკვეთ, რასთან გვაქვს საქმე, ამისთვის კი იმდროინდელ პოლიტიკურ-ისტორიული გარემო უნდა გავიხსენოთ. სიტყვაზე მენდეთ: კონტეტქსტის ცოდნის გარეშე, სწორად ვერასდროს ვერაფერს გააანალიზებთ.
ვითარება კი იმ ძველ ისრაელში იყო ასეთი: ქვეყანა რომაელთა უღელქვეშ დრტვინავდა. რომაელები, როგორც დამპყრობლის წესია, დაპყრობილს ჩაგრავდა, როზგავდა, მაყუთს და ყურებს ახევდა. ებრალებს, კი როგორც ჩაგრულთა წესია, გათავისუფლება ეწადათ.
აი, ასეთ სიტუაციაში წინასწარმეტყველებმა ებრაელებს ახარეს, რომ მესიის მოსვლამდე ცოტა დროღა რჩებოდა და რომ მესია მათ გაათავისუფლებდა. ჰოდა, იმ ძველმა ებრაელებმაც წინასწარმეტყველთა ნაამბობი დაიჯერეს და ლოდინი დაიწყეს. კაცმა რომ თქვას, ლოდინის გარდა სხვა არც არაფერი დარჩენოდათ.
და, აი, გამოჩნდა ის, ვისაც ელოდნენ! მესია, რომელიც ძველი წინასწარმეტყველებების თანახმად, ებრაელებს თავისუფლებას მოუტანდა! ოღონდ პრობლემა ის იყო, რომ ეს მესია არაფრით ჰგავდა ებრაელთა წარმოდგენაში დახატულ გამათავისუფლებელს. ებრაელთა
წარმოდგენაში მესია რემბოს მსგავსი მასტი უნდა ყოფილიყო, რომელიც რომაელებს მუსრს გაავლებდა, პილატეს (პონტოელს) იმ თავისი ხერხა დანით ყურებს დააჭრიდა და ტრაკში პანჩურის რტყმით განდევნიდა წმინდა მიწიდან. აბა, სხვა რა იყო თავისუფლება, თუ არა მჩაგვრელი დამპყრობლისგან თავის დახსნა? ეს კიდევ – იესო, როგორც ვთქვით, რემბოს სულაც არ ჰგავდა და ჩე გევარას, გიორგი სააკაძეს ან სიმონ ბოლივარსაც კი ვერ მიამსგავსეს. ერთი გამხდარი ახალგაზრდა კაცი იყო, მშვიდი სახე ჰქონდა და ხმადაბლა ლაპარაკობდა. თან უცნაურ რაღაცეებს იძახდა. მაგალითად, კეისარს კეისრის მიეცითო. აბა, კეისრის მონობისგან გათავისუფლების მომლოდინე ხალხი ამის მთქმელს მესიად აღიარებდა?!
ჰოდა, არც აღიარეს!
იმ ძველი ებრაელების წარმოდგენა კი არსად დაკარგულა. ახალ ქართველებში გა(რ)დმოვიდა. აბა, რამდენი თქვენგანი ფიქრობს, რომ ღმერთი ის კუნთებიანი ტიპია, ცუდი გოგო-ბიჭებისთვის ყურების ახევა რომ ევასება?
Total 1 Votes
0

Tell us how can we improve this post?

+ = Verify Human or Spambot ?

Post Author: როლან დ'არბანი

როლან დ'არბანი
ცინიკოსია. ალბათ იმიტომ, რომ ახალგაზრდა აღარ არის. ამ საიტის ავტორებიდან ყველაზე ასაკიანია. ადრე, ახალგაზრდობაში, განძის პოვნაზე ოცნებობდა, რაც უზრუნველად ცხოვრების შესაძლებლობას მისცემდა. განძი ვერ იპოვა და კაცმა რომ თქვას, ძებნით თავიც არ შეუწუხებია. მერე მიხვდა, რომ ცხოვრებაში სასწაულები არ ხდება და თუ მაინც მოხდა, კარგს არაფერს მოასწავებს. განა სასწაული მხოლოდ კარგის მოხდენას ნიშნავს?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *