„სატანა“ მენსონი მოკვდა

ჩარლზ მენსონი

ჩარლზ მენსონი მოკვდა. ბოროტმოქმედი, რომელმაც სიცოხლის ბოლო 45 წელი ციხის საკანში სრულიად მარტომ გაატარა, 83 წლის იყო.  ცნობა მენსონის სიკვდილის შესახებ პირველმა დებრა ტეიტმა გაავრცელა. დებრა მენსონის ყველაზე ცნობილი მსხვერპლის, შერონ ტეიტის დაა.  ჰოლივუდელი მსახიობი და რეჟისორ რომან პოლანსკის ცოლი შერონ ტეიტი 8 თვის ფეხმძიმე იყო, როდესაც ჩარლზ მენსონმა ის თავისივე სახლში, წვეულების დროს მოკლა.

შერობ ტეიტს დანით  მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა მიყენებული. მასთან ერთად მენსონმა და მისმი ბანდის წევრებმა კიდევ 4 ადამიანი მოკლეს. პოლიციამ მკვლელებს სრულიად შემთხვევით, სხვა საქმის გამოძიების დროს მიაგნო. მკვლელები დააპატიმრეს და 3 წლის შემდეგ სასამართლომ მათ სასიკვდილო გააჩენი გამოუტანა. მოგვიანებით შეერთებული შტატების უმაღლესმა სასამართლომ მკვლელებს ელექტროსკამი სამუდამო პატომრობით შეუცვადა.

„სატანა“ მენსონი, როგორც მას უწოდებდნენ, პატიმრობის 45 წლის განმავლობაში არა ერთხელ შეეცადა განაჩენის გადახედვისთვის მიეღწია, თუმცა ყველა ჯერზე  მენსონის ვადამდე გათავისუფლების საკითხს დებრა ტეიტის ადვოკატი ბლოკავდა.

ჩარლზ მენსონი საავადმყოფოში გარდაიცვალა, სადაც ის რამდენიმე დღის წინ  გადაიყვანეს. საავადმყოფოს პალატაშიც კი 83 წლის მომაკვდავ ავადმყოფს 5 პოლიციელი დარაჯობდა.

შერონ ტეიტი და რომან პოლანსკი
ჩარლზ მენსონი დაკავებისას

 

Total 0 Votes
0

Tell us how can we improve this post?

+ = Verify Human or Spambot ?

Post Author: როჯერ ო. ტორნჰილი

როჯერ ო. ტორნჰილი
გამუდმებით რაღაც უცნაურ ამბებში აღმოჩნდება ხოლმე გახვეული. ეგებ იმიტომაც, რომ დაუჯერებელი ისტორიების შეთხზვა უყვარს და ამას ისეთი ოსტატობით აკეთებს, რომ თანამოსაუბრე იბნევა კიდეც, რაკი ტყუილსა და მართალს შორის საზღვარს ვეღარ პოულობს. ეს სასაცილოა, მაგრამ ხშირად მომხდარა, რომ საკუთარი ტყუილების ლაბირინთში დაკარგულა და ეს ამბავი დავიდარაბით დასრულებულა. აკი, ვთქვით, რომ სულ რაღაც ამბებში ეხვევა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *