70 წელი ერთად

ინგლისის დედოფალს ელიზაბეტ მეორესა და მის მეუღლეს პრინც ფილიპს ქორწინების 70 წელი შეუსრულდათ. იუბილესთან დაკავშირებით ბუკინგემის სასახლის წარმომადგენლებმა, სპეციალურად გადაღებული ფოტოები გაავრცელეს. ფოტოსურათებზე დედოფალი პრინც ფილიპთან ერთად არის აღბეჭდილი. დედოფალს სწორედ ის კაბა აცვია, რომელიც ბრილიანტის იუბილეზე ეცვა. ელიზაბეტ მეორეს ოქროს, ლალისა და ბრილიანტის აქსესუარები ამშვენებს, რომელიც ფილიპმა დედოფალს 1966 წელს აჩუქა.

წყვილმა 1947 წლის 20 ნოემბერს, მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან ორ წელიწადში, ლონდონის ვესტმისტერის სააბატოში იქორწინა. ცერემონიას მსოფლიოს ყველა სამეფო ოჯახის წარმომადგენელი ესწრებოდა. დედოფალ ელიზაბეტის და პრინცი ფილიპის ქორწინება ბრიტანული მონარქიის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივია.

 

Princess Elizabeth and Lt Philip Mountbatten after their wedding November 1947. Mirrorpix/Courtesy Everett Collection (MPWA574514)
Total 0 Votes
0

Tell us how can we improve this post?

+ = Verify Human or Spambot ?

Post Author: რენ დე ტუა

რენ დე ტუა
უცნაური გოგო, უცნაური სახელით. სამყაროს თავისი დიდი და ცისფერი თვალებით უყურებს, რამაც კაცს შესაძლოა აფიქრებინოს, გულუბრყვილოაო. ასე არ არის და ეს ამბავი ერთხელაც ამტკიცებს, რომ გარეგნობა ზოგჯერ მატყუარაა. მეტი რა? აფასებს ყველაფერს დახვეწილსა და ნატიფს, რაც გასაკვირი არც არის

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *