American Music Awards

ბრუნო მარსი American Music Awards-ის ვერსიით წლის საუკეთესო შემსრულებელია.  მსოფლიოს ერთ ერთი ყველაზე პრესტიჟული მუსიკალური პრემიის მთავარი ჯილდოს გარდა 32 წლის მომღერალმა  კიდევ 6 ნომინაციაში გაიმარჯვა. კომპოზიცია That’s What I Like საუკეთესო სოულ სიმღერად აღიარეს, ხოლო ამ სიმღერაზე გადაღებული კლიპი – წლის საუკეთესი კლიპად.

თავად ბრუნო მარსმა დაჯილდოვების ცერემონიალზე დასწრება, რომელიც ლოს ანჯელესში გაიმართა, ვერ მოახერხა და თაყვანისმცემლებს ვიდეო მიმართვით მიესალმა.

ბრუნო მარსი, მომღერალი

მადლობა ხულიგნებო,  ჩვენ ეს გავაკეთეთ, მე ვიცი – ეს თქვენი დამსახურებაა. მადლობა, რომ მე დამიჭირეთ მხარი. ქვეყანაზე ყველაზე მეტად თქენ მიყვარხართ.

ნომინაციაში წლის საუკეთესო როკ-პოპ შემსრულებელი ქალი, ლედი გაგამ გაიმარჯვა და ამის შესახებ ვაშინგტონში კონცერტის მიმდინარეობისას შეიტყო. ლედი გაგამ მადლობა ვაშინგტონის სცენიდანვე გადაიხადა.

ლედი გაგა, მომღერალი

მე მსოფლიოში საუკეთესი ფანები მყავს. მე წარმოუდგენლად გამიმართლა. გახსოვდეთ: თუკი თქენ გრძნობთ, რომ სხვანაირები ხართ, თუკი თქვენი არ ესმით, არ თქვათ უარი და დარჩით ისეთებად, როგორებიც გინდათ რომ იყოთ. თქვენ უნდა იბრძოლოთ იმისთვის, რისიც გჯერათ.

ავსტრალიელი მომღერალი და კომპოზიტორი კიტ ურბანი, მეუღლის, ნიკოლ კიდმანის გასახარად, ერთბაშად 3 ნომინაციის გამარჯვებული გახდა – წლის შემსრულებელი, საუკეთესო ალბომი და საუკეთესო სიმღერა ქანთრის სტილში.

დაჯილდოვების ორგანიზატორებმა ლეგენდარული დაიანა როსიც დააფასეს და სპეციალური პრიზი გადასცეს. დაიანა როსს ბარაქ და მიშელ ობამებიც მიესალმნენ.

Amercian Music Awards-ის ნიმინატები და გამარჯვებულები ვიდეობის ნახვის რაოდენობით, სოციალურ ქსელებში აქტივობებით და ონლაინ გამოკითხვით ვლინდებიან.

Total 0 Votes
0

Tell us how can we improve this post?

+ = Verify Human or Spambot ?

Post Author: რენ დე ტუა

რენ დე ტუა
უცნაური გოგო, უცნაური სახელით. სამყაროს თავისი დიდი და ცისფერი თვალებით უყურებს, რამაც კაცს შესაძლოა აფიქრებინოს, გულუბრყვილოაო. ასე არ არის და ეს ამბავი ერთხელაც ამტკიცებს, რომ გარეგნობა ზოგჯერ მატყუარაა. მეტი რა? აფასებს ყველაფერს დახვეწილსა და ნატიფს, რაც გასაკვირი არც არის

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *