გარი ოლდმენის „ბნელი საათი“

გარი ოლდმენმა უინსტონ ჩერჩილის როლი შეასრულა. 35-წლიანი სამსახიობო კარიერს მანძილზე ვეტერან მსახიობს ბეთჰოვენის, ლი ჰარვი ოსვალდისა, პონტოელი პილატეს და სხვა ისტორიულ პირთა  როლები აქვს შესრულებული. ამჯერად მსახიობმა ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პოლიტიკოსისა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრის როლი მოირგო.

გარი ოლდმენი / მსახიობი

მე ძალიან დიდი ხანი ვიფიქრე, სანამ როლის შესრულებას დავთანხმდებოდი. საბოლოოდ მე და ჯო შევხვდით ერთმანეთს და მივხვდით, რომ ჩვენ ერთად კარგად ვიმუშავებდით, ჩვენი ხედვა ერთმანეთს ემთხვევა.

„ბნელი საათი“  – ასე ქვია ბიოგრაფიული ჟანრის ფილმს. ოლდმენის თქმით, ეს მის კარიერაში ყველაზე რთული როლია. მსახიობს ყოველდღიურად გარეგნობის შეცვლა და ჩერჩილისთვის დამახასიათებელი ტემბრით საუბარი უწევდა. გრიმის გასაკეთებლად ყოველღიურად მას 4 საათი სჭირდებოდა.

გარი ოლდმენი / მსახიობი

მე ფილმის თითქმის ყველა სცენაში ვმონაწილეობ, ამიტომ გადაღებების დაწყებამდე ვიცოდი, რომ რთული გრაფიკი მექნებოდა, თუმცა არ მინდოდა ამ გარემოებას ჩემს განწყობასა და ენერგიაზე გავლენა მოეხდინა.

ფილმში მოვლენები მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში ვითარდება და 1940 წლის ივნისის მოვლენებს ასახავს, როდესაც ინგლისის პრემიერი რადიკალური გადაწყვეტილებების წინაშე იდგა. ბიოგრაფიული ჟანრის ფილმის რეჟისორი ჯო რაითია. 45 წლის რეჟისორს ისეთ ფილმებზე აქვს ნამუშევარი, როგორიც „სიამაყე და ცრურწმენა“, „მონანიება“ და ტოლსტოის „ანა კარენინაა“.

ჯო რაითი / რეჟისორი

მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ფილმის სანახავად მისული მაყურებელი სიამოვნებას მიიღებს. ფილმი იუმორით სავსე გამოვიდა. ამას გარდა მინდა, რომ მაყურებელი სიტყვის ძალასა და შესაძლებლობებს დაუკვირდეს. ჩვენ ამ დეტალზე გვაქვს ფილმში ყურადღება გამახვილებული.

ოლდმენის მიერ შესრულებულმა როლმა კრიტიკოსების სიმპატია დაიმსახურა. მსახიობს ამ როლისთვის პირველ ოსკარს უწინასწარმეტყველებენ.

Total 0 Votes
0

Tell us how can we improve this post?

+ = Verify Human or Spambot ?

Post Author: რენ დე ტუა

რენ დე ტუა
უცნაური გოგო, უცნაური სახელით. სამყაროს თავისი დიდი და ცისფერი თვალებით უყურებს, რამაც კაცს შესაძლოა აფიქრებინოს, გულუბრყვილოაო. ასე არ არის და ეს ამბავი ერთხელაც ამტკიცებს, რომ გარეგნობა ზოგჯერ მატყუარაა. მეტი რა? აფასებს ყველაფერს დახვეწილსა და ნატიფს, რაც გასაკვირი არც არის

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *