ნაპოლეონის ოქროს დაფნის ფოთოლი

ნაპოლეონ ბონაპარტის დაფნის გვირგვინის ერთი ფოთოლი აუქციონზე 625 ათას ევროდ გაიყიდა. 10 გრამიანი ოქროს ნაკეთობა მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი დამპყრობლის ძალაუფლების სიმბოლოდ შეფასდა.

ჟან პიერ ოსენატი / აუქციონერი

ნაპოლეონი მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფიგურა იყო. საინტერესოა, რომ ასეთი მცირე ზომის ნივთი მისნაირი მასშტაბის ადამიანის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა.

ცნობილია, რომ გვირგვინი ნაპოლეონის კორონაციის ცერემონიისთვის დამზადდა, თუმცა მას ოქროს ეს ნაკეთობა არასდროს გამოუყენებია. ბონაპარტმა გვირგვინი სიმძიმის გამო დაიწუნა და იუველირს მისი დაშლა სთხოვა. გვირგვინის ექვსი ნაწილი დამპყრობელმა ქალიშვილებს გაუნაწილა.

ნაპოლეონის კორონაცია 1804 წელს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაიმართა, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ცერემონიას პაპი პიუს მეშვიდე ესწრებოდა, ნაპოლეონმა თავი იმპერატორად თავადვე იკურთხა და აღნიშნა, რომ მას ამისთვის საეკლესიო პირი არ სჭირდებოდა.

გვირგვინი, რომლის ნაწილიც აუქციონზე გაიყიდა, იულიუს კეისრის გვირგვინის პროტოტიპს წარმოადგენდა. ორიგინალი 50 ფოთლისგან შედეგბოდა და ის 1819 წელს გადაადნეს.

Total 0 Votes
0

Tell us how can we improve this post?

+ = Verify Human or Spambot ?

Post Author: რენ დე ტუა

რენ დე ტუა
უცნაური გოგო, უცნაური სახელით. სამყაროს თავისი დიდი და ცისფერი თვალებით უყურებს, რამაც კაცს შესაძლოა აფიქრებინოს, გულუბრყვილოაო. ასე არ არის და ეს ამბავი ერთხელაც ამტკიცებს, რომ გარეგნობა ზოგჯერ მატყუარაა. მეტი რა? აფასებს ყველაფერს დახვეწილსა და ნატიფს, რაც გასაკვირი არც არის

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *