ფორბსის უმდიდრეს მომღერალთა სია

ამერიკელი მომღერალი ბიონსე ნოულზი ჟურნალ ფორბსის ვერსიით,  მუსიკის სფეროში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალია. 2017 წლის მონაცემებით, ბიონსემ 105 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. ამ თანხაში შედის როგორც ალბომის გაყიდვით მიღებილი შემოსავალი, ასევე საკონცერტო ტურნეთი მიღებული ფული. გარდა ამისა, 36 წლის ბიონსე ტანსაცმლის საკუთარი ხაზის მფლობელია.

წელს მარტში ფორბსმა ბიონსეს ქმარი რეპერი ჯეი ზის ქონება 810 მილიონ დოლარად შეაფასა და უმდიდრესი რეპერების სიაში მეორე ადგილი მიუჩინა.

გამოქვეყნებულ რეიტინგში კი მეორე ადგილზე ბრიტანელი მომღერალი ადელია. 2017 წელს მან 69 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

სიაში მესამე ადგილზეა ტეილორ სვიფტი, რომელიც წელს 44 მილიონი დოლარით გამდიდრდა. სვიფტი რეიტინგის ლიდერი შარშან იყო და ფორბსში მიიჩნევენ, რომ სიის პირველ სტრიქონს ის 2018 წელს დაუბრუნდება, რაკი მომღრალმა სულ ახლახანს გამოუშვა ახალი ალბომი და უახლოეს მომავალში მის მხარდამჭერ ტურნესაც დაიწყებს. ეს ყველაფერი კი ტეილორ სვიფტის შემოსავალს მნიშვნელოვნად გაზრდის.

ფორბსის სიაში მეოთხე ადგილზეა კანადელი მომღერალი სელინ დიონი. მეხუთე პოზიციაზეა ჯენიფერ ლოპესი.

ათეულში მოხვდნენ სცენის ვეტერანებიც. მეექვსე საფეხურზე 71 წლის დოლი პარტონია, ათეულს კი, 30 მილიონი დოლარით, 75 წლის ბარბრა სტრეიზანდი ხურავს.

Total 0 Votes
0

Tell us how can we improve this post?

+ = Verify Human or Spambot ?

Post Author: რენ დე ტუა

რენ დე ტუა
უცნაური გოგო, უცნაური სახელით. სამყაროს თავისი დიდი და ცისფერი თვალებით უყურებს, რამაც კაცს შესაძლოა აფიქრებინოს, გულუბრყვილოაო. ასე არ არის და ეს ამბავი ერთხელაც ამტკიცებს, რომ გარეგნობა ზოგჯერ მატყუარაა. მეტი რა? აფასებს ყველაფერს დახვეწილსა და ნატიფს, რაც გასაკვირი არც არის

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *