ჟანგბადის ნინძების აქცია

თბილისში ძგლებიც კი ვეღარ სუნთქავენ! – შესანიშნავი აქცია, რომელიც ანონიმურმა ჯგუფმა მოაწყო, თავს ჟანგბადის ნინძებს რომ უწოდებს. უბედურება ის არის, რომ ეს ამბავი ყველას მიეწონა იმათ გარდა, ვისაც პრობლემის მოგვარება ევალება. აბა, სხვა რაა, თბილისის მერის მუქარა, “პატივცემული ძეგლების” შეურაცხყოფას არავის ვაპატიებთო?! Стыдно, ამხანაგო კომკავშირის მდივანო, то есть, ვიცე-მერო!

თუმცა, ვიცე-მერები მოდიან და მიდიან. წესიერი ხალხი კი აქციას ადექვატურად აფასებს.

აი, რა დაწერა, ამ აქციის შესახებ ფოტოგრაფმა გოგა ჩანადირმა: ილია, აკაკი, ვაჟა, გალაკტიონი, გოგლა და სხვები ნიღაბაფარებულნი დგანან თბილისის ქუჩებში.
ძნელი მისახვედრი არ არის, რატომაც – ისინი ვეღარ სუნთქავენ იმ მძიმე ჰაერს, რაც ქალაქშია. ისინი აპროტესტებენ ჰაერის დაბინძურებას, ჟანგბადის ნაკლებობას.
ვინც ეს აქცია მოიფიქრა და განახორციელა, დიდ მადლობას ვუხდი.
დიახ, ეს არის სამართლიანი პროტესტი იმ საშინელების წინააღმდეგ, რის გამოც უამრავი ადამიანი ავადდება სიმსივნითა და ლეიკემიით.
თქვენი თავი თუ არა, შვილები მაინც არ გეცოდინებათ?
ვიმოქმედოთ, რომ სუფთა ჰაერი გვქონდეს საქართველოში

ეს კი სკულპტორ ირაკლი ჟვანიას აზრია: როგორი კაკაფონია ატყდა….ძეგლები როგორ შეურაცხყვესო, ეს რა გააკეთესო კაცოო, როგორ დაკნინდა ქართველიო…
…თბილისი რომ ბოლში იხრჩობა, ბავშვები რომ ღამღამობით ხველებით ვერ იძინებენ, ქუჩაში მტვერისგან პირბადე კი არა ლამისაა სკაფანდრები ჩაიცვას მოსახლეობამ ეგ არაფერი… შენს წინ რომ მანქანა, სატვირთო ან ავტობუსი მიდის, საშინელ შავ ბოლს რომ აფრქვევს ჰაერში, არ გააჩერებ, არ შეარცხვენ, არ მოითხოვ რაიმე ზომის მიღებას, ეგ ქართულია, ქალაქური და ჯიგრული…. აი ვიღაცამ, ბოლისგან დამხრჩვალმა რომ ძეგლებით ყურადღება მიგაქცევინა შენც, გალსტუკიან ვირისშვილებს რომ უკანონობით დაახრჩვეს ქალაქი – ესაა აღამაშფოთრბელი?…
ფანტასტიური აქციაა. ყოჩაღ მომგონს. 
ჩემი წვლილი მინდა შევიტანო ამ აქციაში და გთხოვთ ყველა ჩემს ქანდაკებასაც ჩააცვათ პირბადეები, თბილისშიც, ბათუმშიც, ქუთაისშიც……

Total 1 Votes
0

Tell us how can we improve this post?

+ = Verify Human or Spambot ?

Post Author: თედო ყორანაშვილი

თედო ყორანაშვილი
მისი პროფესიის დასახელება რთულია. განა არ აქვს - პირიქით, მეტიმეტად ბევრი რამის სპეციალისტია. თანაც ისე კი არა, ყველაფრისტობას რომ იჩემებენ და სინამდვილეში არაფერს წარმოადგენენ. რასაც ჩაუჯდება, საფუძვლიანად შეისწავლის ხოლმე. მერე, იმდენი რამ აინტერესებს... მისი ერთი ასეთი ინტერესი მოგზაურობაა, ოღონდაც საქართველოში. ჰოდა, ამ საიტზეც გაიპიროვნა, უცხო ამბები თქვენი იყოს და ქართულს რაც ეხება, მე ავაწყობო.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *