პიცა კოსმოსში

როგორ მოვამზადოთ პიცა უწონადობის პირობებში? საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე კულინარიული ექსპერიმენტი ჩატარდა.

ტრადიციული იტალიური პიცა, პირდაპირი გაგებით ჰაერში მომზადდა. იმან, რომ გრავიტაციის არარსებობის პირობებში ინგრედიენტები სხვადასხვა მხარეს დაფრინავდნენ, მზარეულ-ასტრონავტებს ხელი ვერ შეუშალა, მზადების პროცესი კი უფრი სახალისო გახადა.

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ სადგურზე მყოფმა იტალიელმა ასტრონავტმა პაოლო ნესპოლიმ დედამიწასთან კავშირის ერთ-ერთი სეანსის დროს დაიჩივლა, რომ ნამდვილი იტალიური პიცა მოენატრა. მალევე სადგურზე სხვა ტვირთთან ერთად დედამიწიდან პიცის დასამზადებლად საჭირო ყველა ინგრედიენტი გააგზავნეს. მადლიერმა ასტრონავტებმა კი დედამიწაზე ეს ვიდეო-ანგარიში გამოაგზავნეს.

Total 0 Votes
0

Tell us how can we improve this post?

+ = Verify Human or Spambot ?

Post Author: რენ დე ტუა

რენ დე ტუა
უცნაური გოგო, უცნაური სახელით. სამყაროს თავისი დიდი და ცისფერი თვალებით უყურებს, რამაც კაცს შესაძლოა აფიქრებინოს, გულუბრყვილოაო. ასე არ არის და ეს ამბავი ერთხელაც ამტკიცებს, რომ გარეგნობა ზოგჯერ მატყუარაა. მეტი რა? აფასებს ყველაფერს დახვეწილსა და ნატიფს, რაც გასაკვირი არც არის

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *