რაიკარდი: მესი ყველას ღმერთია!

ფრანკ რაიკარდმა ლეო მესი უცხოპლანეტელობიდან ღმერთის რანგში აიყვანა. “ბარსელონას” ყოფილი მწვრთნელი (2003-2008) კატალონიაში ჩავიდა, გუნდის ვარჯიშს დაესწრო და შემდეგ კომენტარიც თქვა:

ახლა უკვე ოჯახის კაცი ვარ. რვა წლის ვაჟი მყავს, რომლის ოცნებაც “კამპ ნოუზე” “ბარსელონას” თამაშის ცოცხლად ნახვა იყო. მიხარია “ბარსას” თამაშს კვლავ რომ დავესწარი. მესი ყველას ღმერთია. მნიშვნელოვანი პატივი უნდა მივაგოთ ანდრეს ინიესტასაც. რაც გუნდიდან წავედი, ჩემს ყოფილ ფეხბურთელებს შორიდან ვაკვირდები. მათ დიდებული კარიერა აქვთ.

ფრანკ რაიკარდი წარსულში დიდი ჰოლანდიელი ვარსკვლავია, რომლის ხელმძღვანელობით “ბარსელონამ” ისტორიაში მეორედ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, მესიმ კი პირველად ითამაშა დიდ გუნდში.

კატალონიის დედაქალაქში გატარებულ ბოლო პერიოდში, როდესაც ჰოლანდიელს “ბლაუგრანაში” წყალი შეუდგა, ფანები ტრიბუნებზე ხშირად ფენდნენ ბანერს: Rijkaard: you’ll never smoke alone (რაიკარდ: შენ არასოდეს მოწევ მარტო). ადვილი მისახვედრია, რომ ეს არის “ლივერპულის” ფანების საყვარელი სიმღერის You’ll never walk alone (შენ არასოდეს ივლი მარტო) ტექსტის გადათამაშება. როგორც ჩანს, მაშინ, ესპანეთში მარიხუანა უკვე დეკრიმინალიზებული იყო.

Total 0 Votes
0

Tell us how can we improve this post?

+ = Verify Human or Spambot ?

Post Author: სარბიელი

სარბიელი
ყველამ ის საქმე უნდა აკეთოს, რაც ყველაზე კარგად გამოსდის. ამიტომ გადავწყვიტეთ, რაკი ჩვენ გუნდში ამ საქმის კარგად მცოდნე არ გვაყავს, სპორტული ამბები იმათ მივანდოთ, ვისაც სპორტზე წერა ამ ქვეყანაში სხვებზე კარგად გამოსდით - სარბიელელ ბიჭებს, რომლებთანაც მგონი, მთელი ცხოვრებაა, ვმეგობრობთ

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *