25 წელი პირველი SMS-ის გაგზავნიდან

ახლო წარსულის ეს გადმონაშთები დღეს უკვე სამუზეუმო ექსპონატებია, თუმცა 25 წლის წინ სწორედ ერთ-ერთი ასეთი მოწყობილობიდან გაიგზავნა მსოფლიოში პირველი SMS-ი, მოკლე ტექსტური შეტყობინება.

ნილ პაპუორტი, პირველი SMS-ის ავტორი

შეტყობინება მხოლოდ ორი სიტყვისგან შედგებოდა – შობას გილოცავთ. მე ის კომპანია Vodafone-ის იმდროინდელ ხელმძღვანელ რიჩარდ ჯარვისს გავუგზავნე, რომელიც საშობაო წვეულებაზე იმყოფებოდა.

პირველ შეტყობინაზე გამგზანს პასუხი არ მიუღია. იმ დროს SMS-შეტყობინების ერთი ტელეფონიდან მეორეზე გაგზავნა ჯერ კიდევ არ შეიძლებოდა, თუმცა ეს ხარვეზი მალე აღმოიფხვრა.

ელიზაბეთ ბერტონი, მუზეუმის კურატორი

პირველად შეიქმნა მობილური ტელეფონები, რომლებიც რაღაც უფრო მეტს წარმოადგენდა ვიდრე უბრალოდ ტელეფონი შეიძლება ყოფილიყო. მობილური სპექტრის ახალი დამატებებით, ჩვენ ხმოვანი კომუნიკაციის მიღმა გავედით.

ჩვენს დროში, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებში, სმარტფონის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია. თუმცა ვირტუალური ურთიერთობა დამატებით სირთულეებს ქმნის.

ტობი ბერესფორდი, სოციალური ქსელების ექსპერტი

ტექსტური შეტყობინების განსხვავება პირისპირ საუბრისგან ის არის, რომ თქვენ კონტენტის მნიშვნელოვანი ნაწილი არ გაქვთ – თქვენ ვერ ხედავთ ემოციებს, სხეულის ენას და ახალ ერაში ამგვარი ფორმით ურთიერობა თითოეული ჩვენგანისთვის ახალი გამოწვევაა.

Total 1 Votes
0

Tell us how can we improve this post?

+ = Verify Human or Spambot ?

Post Author: რენ დე ტუა

რენ დე ტუა
უცნაური გოგო, უცნაური სახელით. სამყაროს თავისი დიდი და ცისფერი თვალებით უყურებს, რამაც კაცს შესაძლოა აფიქრებინოს, გულუბრყვილოაო. ასე არ არის და ეს ამბავი ერთხელაც ამტკიცებს, რომ გარეგნობა ზოგჯერ მატყუარაა. მეტი რა? აფასებს ყველაფერს დახვეწილსა და ნატიფს, რაც გასაკვირი არც არის

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *