სკანდალები ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონატზე

საუდის არაბეთში მსოფლიოს ჩემპიონატი სწრაფ ჭადრაკში სკანდალების ფონზე დაუწყო. მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილოებას არ იღებენ ებრაელი მოჭადრაკეები, რომლებსაც საუდის არაბეთმა ვიზებზე უარი უთხრა. მასპინძელი ქვეყნის ხელისუფლებამ ებრაელი მოჭადრაკეების არშეშვება ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობის არქონით ახსნა. ისრაელის ჭადრაკის ფედერაციაში განაცხადეს, რომ მათ მიმართ ამგვარი დამოკიდებულების გამო ფინანსურ კომპენსაციას მოითხოვენ. საუდის არაბეთში არ თამაშობს, სწრაფ ჭადრაკში მსოფლიოს […]

სარეკორდო დიდთოვლობა პენსილვანიაში

შეერთებული შტატების ჩრდილო-აღმოსავლეთში დიდთოვლობის შედეგებს ებრძვიან. პენსილვანიაში მხოლოდ 30 საათის განმავლობაში  130 სანტიმეტრის სიმაღლის თოვლი მოვიდა. ამ მაჩვენებლით ქალაქ ერიში 60 წლის წინადელი რეკორდი დაემხო. წლევანდელი დეკემბერი კი ამ დასახლებული პუნქტისთვის მეტეოდაკვირვების მთელი ისტორიის განმავლობაში ყველაზე დიდთოვლიანი გამოდგა. ადგილობრივი მცხოვრები სახლთან ვერც მივდიოდი. მთელი საათი ვცდილობდი, როგორმე გზა გამეკვალა. იმხელა თოვლი მოვიდა, რომ თოვლის საწმენდი […]

„შემწვარი ბატის“ საშობაო გარბენი

ბერლინში მე-19 ყოველწლიური საშობაო გარბენი მოეწყო, რომელიც „შემწვარი ბატის კალორიების დაწვის“ სახელით არის ცნობილი. გარბენის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანებმა დღესასწაულის დროს საზეიმო სუფრასთან გადროვილი კალორიები დაწვან. შემწვარი ბატი კი გერმანელების ტრადიციული საშობაო კერძია, რომელსაც კომბისტოსთან და კარტოფილთამ ერთად ამზადებენ. გარბენის მონაწილე აქ ყოველ წელს შესანიშნავი კამპანია იკრიბება. წელს ზოგიერთი პირველად შემოგვიერთდა, უმეტესობა კი სისტემატიურად […]

დიდთოვლობა იაპონიაში

იაპონიის კუნძულ ხოკაიდოს, ასევე კუნძულ ხონსიუს ჩრდილოეთ რაიონებში დიდთოვლობაა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ამ რეგიონებში 40 სანტიმეტრის სიმაღლის ნალექი მოვიდა. დიდთოვლობამ გზებზე უზარმაზარი საცობები წარმოქმნა, მკვეთრად გაიზარდა ავარიების რაოდენობაც. ვრცელდება ინფორმაცია ერთი დაღუპულის და 14 დაშავებულის შესახებ. სინოპტიკოსების პროგნოზით, ამგვარი ამინდი იაპონიის ჩრდილოეთში ხუთშაბათამდე შენარჩუნდება. კუნძული ხოკაიდო იაპონიის არქიპელაგში ყველაზე მკაცრი კლიმატით არის ცნობილი. კუნძულის […]

2032 – ჩინეთი ამერიკის ნაცვლად

2018 წელს აზიის უდიდესი ეკონომიკები ზრდას განაგრძობენ – ამგვარი პროგნოზი ეკონომიკისა და ბიზნესის კვლევის ბრიტანული ცენტრის მოხსენებაშია გაკეთებული. კვლევის თანახმად, ინდოეთი მსოფლიოში სიდიდით მეხუთე ეკონომიკა გახდება და ის საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს გადაუსწრებს, კიდევ 10 წლის შემდეგ კი ინდოეთი მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობით მსოფლიო რეიტინგის სამეულში შევა. კვლევის ავტორების პროგნოზით, 15 წლის შემდეგ მსოფლიოს 4 […]

ჰარი კეინი – ორით მეტი ლეო მესიზე

ჰარი კეინმა, ლონდონური „ტოტენჰემის“ ფეხბურთელმა, ინგლისის პრემიერლიგის მე-20 ტურში „საუთჰემპტონს“ 3 ბურთი გაუტანა, რითაც წლის განმავლობაში 56 გოლი დააგროვა. ეს კი საუკეთესო შედეგია ევროპულ ჩემპიონატებში მოთამაშეთა შორის. „ტოტენჰემისა“ და „საუთჰემპტონის“ შეხვედრა 5:2 დასრულდა. კეინმა პირველ ტაიმში დუბლი შეასრულა, მესამე ბურთი კი შესვენების შემდეგ გაიტანა. საბოლოოდ ჰარი კეინმმა მთავარ კონკურენტს, „ბარსელონას“ არგენტინელ ფორვარდ ლიონელ მესის ორი […]