ცირკი ვატიკანში

ვატიკანში, პავლე მეექვსეს დარბაზში პაპმა ფრანცისკეს გენერალური აუდიენცია მოაწყო, რომელზეც უამრავი სტუმარი იყო მიწვეყული. აუდიენციის მეორე ნაწილში კი პაპის და სტუმრების წინაშე ცირკი წარსდგა.

ფრანცისკე, რომის პაპი

საცირკო ხელოვნება, როგორც სილამაზე, ყოველთვის ახლოს იდგა ღმერთთან. თქვენ, თქვენი სამუშაოთი და თქვენი ხელოვნებით ადამიანებს ღმერთთან აახლოვებთ. მადლობას გიხდით იმისთვის, რასაც აკეთებთ.

როგორც წარმოდგენაზე მყოფები ამბობენ, პონტიფიკს ყველაზე მეტად პოლარული დათვების ცეკვა მოეწონა.

Please follow and like us:
Total 1 Votes
0

Tell us how can we improve this post?

+ = Verify Human or Spambot ?

Post Author: როჯერ ო. ტორნჰილი

გამუდმებით რაღაც უცნაურ ამბებში აღმოჩნდება ხოლმე გახვეული. ეგებ იმიტომაც, რომ დაუჯერებელი ისტორიების შეთხზვა უყვარს და ამას ისეთი ოსტატობით აკეთებს, რომ თანამოსაუბრე იბნევა კიდეც, რაკი ტყუილსა და მართალს შორის საზღვარს ვეღარ პოულობს. ეს სასაცილოა, მაგრამ ხშირად მომხდარა, რომ საკუთარი ტყუილების ლაბირინთში დაკარგულა და ეს ამბავი დავიდარაბით დასრულებულა. აკი, ვთქვით, რომ სულ რაღაც ამბებში ეხვევა.