გამოძიება APPLE-ის წინააღმდეგ

შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრომ და ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ კომპანია Apple–ის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. საქმე პროგრამული განახლების შემდეგ აიფონის მოძველებული მოდელების მუშაობის გამიზნულად შენელებას ეხება, რითაც გამოძიების აზრით, კომპანია ცდილობს მომხმარებელს ახალი მოდელების შეძენა აიძულოს. 2017 წლის დეკემბერში Apple-მა დაადასტურა რომ ახალი ოპერაციული სისტემა და iOS-ის სხვადასხვა ვერსიები ძველი მოდელის აიფონების მუშაობის სიჩქარეს ანელებს. კომპანიაში ირწმუნებიან, რომ […]

ხელბორკილები 7 წლის ბავშვისთვის

ინტერნეტში ვიდეოს გავრცელების შემდეგ ფლორიდის განათლების განყოფილების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პროტოკოლის შესაბამისად მოქმედებდნენ. ინციდენტი მაიამის ერთ-ერთ სკოლაში მოხდა. 7 წლის ბავშვმა მასწავლებელს ფეხი ჩაარტყა. სკოლის ადმინისტრაციამ პოლიცია გამოიძახა, ბავშვს ხელბორკილები დაადეს და შესამოწმებლად ფსიქიატრიულ კლინიკაში გაგზავნეს. როლანდო ფუენტესი, ბავშვის მამა მათ მკითხეს, ვიცოდი თუ არა, რომ ჩემი შვილი საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენდა. მე ვუპასუხე, რომ ლაპარაკი […]

სამაშველო ოპერაცია ავსტრიაში

ავსტრიელმა მაშველებმა საბაგირო გზის გაუმართაობის გამო მთაში ჩარჩენილი 150 ტურისტის ევაკუაცია მოახდინეს. შემთხვევა კრაიშბერგის სამთო-სათხილამურო კურორტზე  მოხდა. სამაშველო ოპერაცია 3 საათი გაგრძელდა და მასში სამთო მაშველები, პოლიცია და 6 ვერტმფრენი იყო ჩართული. არც ერთი ტურისტი არ დაშავებულა. საბაგირო გზის გაუმართაობის მიზეზი მექანიკური დაზიანება გახდა. Please follow and like us:

მაროკოში თოვლი მოვიდა

მაროკოში ნამდვლი ზამთარი დადგა. ამ აფრიკულ სახელმწიფოში უკვე რამდენიმე დღეა თოვლი მოდის. ჰაერის ტემპერატურა კი ნულს ქვემოთ დაეცა. ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში თოვლის საფარის სიმაღლე 30 სანტიმეტრს აღწევს. ადგილობრივი ფერმერები მიიჩნევენ, რომ თოვლი მომდევნო სასოფლო-სამეურნეო სეზონისთვის კარგი ნიშანია. Please follow and like us:

ანტიალკოჰოლური კამპანია ლიტვაში

ჟურნალები შიგნით ჩაწეპებული წითელი სტიკერებით და ამოხეული გვერდებით – ასეთია სახელმწიფო ანტიალკოჰოლური კამპანიის შედეგები ლიტვაში. ქვეყანაში, რომელიც ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში ალკოჰოლის მოხმარების თვალსაზრისით, სპირტიანი სასმელების მოხმარების და გაყიდვის წესები გამკაცრდა. ლიტვაში ალკოჰოლის ნებისმიერი ფორმით რეკლამირება აიკრძალა. ვიგინტას ბარტაშიავიჩუსი, ბეჭდური პროდუქციის  სადისტრიბუციო კომპანიის ხელმძღვანელი მსოფლიოში არ არსებობს არც ერთი სხვა ქვეყანა, სადაც ალკოჰოლური პროდუქციის რეკლამიება სრულად […]

წყალდიდობა პარიზში

სენას შემდეგ ნაპირიდან მდინარე მარნაც გადმოვიდა და პარიზის გარეუბნები დატბორა. ადგილობრივებს სახლების სარდაფებიდან წყლის ამოტუმბვა უხდებათ.  წყალდიდობა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მოსულმა ძლიერმა წვიმებმა გამოიწვია. დაზარალებული მოსახლეობა წყლისგან თავის დასაცავად  ჯებირებს აგებს და ნივთების გადარჩენას ცდილობს. მეტეოროლოგები კი დამაიმედებელ პროგნოზს ვერ აკეთებენ. მათი თქმით, მდინარე მარნაში წყლის დონის ნორმალურ ზღვრამდე დაბრუნებას შესაძლოა, რამდენიმე კვირაც კი […]

ვაშინგტონში „კრემლის სია“ გამოაქვეყნეს

შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრომ სანქციების შესახებ ახალი კანონის შესაბამისად ვლადიმირ პუტინთან მჭიდროდ დაახლოებულ პირთა ეგრეთ წოდებული „კრემლის სია“ გამოაქვეყნა. მოხსენების თანახმად, რომელიც უწყებამ კონგრესს გაუგზავნა სიაში 96 უმსხვილესი ბიზნესმენის სახელია შეტანილი, რომელთა ქონებაც ერთ მილიარდ დოლარს აღემატება. სიაში შეიყვანეს 114 ჩინოვნიკი და სახელმწიფო კომპანიის ხელმძღვანელი, რომელთა შორის რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი და მოქმედი პრემერ-მინისტრი დმიტრი მედვედევი, […]

#6. Charlie Chaplin ABCs X for eXplorer

ჩაპლინი ერთადერთი გენიოსია, რომელიც კინოინდუსტრიამ მოგვცა – ჯორჯ ბერნარდ შოუ 1972 წელს ცაპლინს საპატიო ოსკარი ასეთი ფორმულირებით გადეცა: “ფასდაუდებელი წვლილისთვის იმაში, რომ ამ საუკუნეში კინო ხელოვნებად გადაიქცა” Please follow and like us:

#9. წიწამურში რომ მოკლეს ილია

წიწამურში რომ მოკლეს ილია, მაშინ ეპოქა გათავდა დიდი, ძველი სიმღერა და იდილია. ფანტასტიური გამოჩნდა ხიდი. მოჰქონდათ წინათ პასტორალები, ბაღთა მნათობით გადამთოვრება, როგორ ოხრავენ მათზე ქალები, რა მშვიდი იყო მათი ცხოვრება. დრო იყო: ომით აუსახველი. დღეებს იმედი ესაკიდება. რა მძლავრად ქუხდა მათი სახელი, რა დიდი იყო მათი დიდება, დადგა ცხრაას რვა, ახალი ლანდი, ჩემთვის სიზმრებში უცნობია […]

#3. Charlie Chaplin – W comme Wagon

ჩაპლინი ერთადერთი გენიოსია, რომელიც კინოინდუსტრიამ მოგვცა – ჯორჯ ბერნარდ შოუ 1972 წელს ცაპლინს საპატიო ოსკარი ასეთი ფორმულირებით გადეცა: “ფასდაუდებელი წვლილისთვის იმაში, რომ ამ საუკუნეში კინო ხელოვნებად გადაიქცა” Please follow and like us: