თაჯ-მაჰალში ტურისტების შეშვება შეიზღუდა

თაჯ-მაჰალში ტურისტების შეშვება შეიზღუდება – ამგვარი გადაწყვეტილება ინდოეთის არქეოლოგიურმა სამმართველომ მიიღო. შეზღუდვა მხოლოდ ინდოელ დამთვალიერებლებს შეეხებათ. ამჟამად, უქმე და სადღესასწაულო დღეებში თაჯ-მაჰალს დღეში 70 ათასი ტურისტი სტუმრობს. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დამთვალიერებელთა რიცხვი დღეში 40 ათასამდე უნდა შემცირდეს. შეზღუდვის დაწესების მიზეზი ინდური არქიტექტურის უცნობილესი ძეგლის დაცვაა. თაჯ-მაჰალი მე-17 საუკუნეში იმპერატორ შაჰ-ჯაჰანმა ააშენა და თავისი საყვარელი მეუღლის მუმთაზის […]

კანადაში ვეშაპი გადაარჩინეს

კანადური გალიფაქსის ერთ ერთ პლაჟზე გრინდა გადაარჩინეს. გრინდა ვეშაპების რიგს მიეკუთვნება და მას შავ დელფინსაც უწოდებენ. გრინდა ძუძუმწოვარი ცხოველია, რომელიც ადამიანებს სანაპირო ზოლში ძალიან იშვიათად ხვდებათ. ცხოველის გადარჩენის ოპერაციას ძლიერი ყინვაც ართულებდა. გალიფაქსზე ტემპერატურა მინუს 20 გრადუსია. ადამიანები ცხოველის დასახმარებლად გრძელ ჯაჭვში ჩადგნენ. ენდრიუ რეიდი, მაშველი გრინდას ნაპირზე გამორიყვის მიზეზი შესაძლოა ის გახდა, რომ ის […]

დასაქმების სარეკორდო ზრდა გერმანიაში

გერმანიაში დასაქმების სარეკორდო ზრდა დაფიქსირდა. ქვეყნის ფედერალური სტატისტიკური სააგენტოს მონაცემებით, 2017 წელს შრომის ბაზარზე დასაქმებულთა რიცხვი 44,3 მილიონამდე გაიზარდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ორი გერმანიის გაერთიანების შემდგომ პერიოდში. მხოლოდ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გერმანიაში 638 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. სტატისტიკის თანახმად, დასაქმებულთა ყველაზე დიდი ზრდა მომსახურების სფერზე მოდის. ხელსაყრელი ეკონომიკური კონიუნქტურის ფონზე გერმანიაში უკვე […]

ჭკვიანი ლამპიონები ნორვეგიაში

ნორვეგიაში ავტოსტრადები ამიერიდან ჭკვიანი ლამპიონებით განათდება. ტირიფიორდენის ტბის გასწვრივ ტრასაზე ქუჩის ინტელექტუალური განათების სისტემა დაამონტაჟეს. ამ ლამპიონებში შუქი ავტომობილის მოახლოების დროს ინთება. მანქანის გადაადგილებასთან ერთად 5 უახლოესი ლამპიონი ინთება და შუქი მანქანას მიყვება. ლამპიონები სიგნალს რადიოლოკატორიდან იღეებენ. ნორვეგიელი სპეციალისტების თქმით, ახალი სისტემა 80 პროცენტით ამცირებს ელექტროენერგიის მოხმარებას. ხელისუფლებაში კი ამბობენ, რომ ჭკვიანი ლამპიონები მათზე გაწეულ […]