ყინულის სკულპტურების ფესტივალი

ჩინეთის ჩრდილოეთში, ქალაქ ხარბინში მსოფლიოს 14 ქვეყნიდან 60-ზე მეტი სკულპტორი შეიკრიბა. იქ ყინულის სკულპტურების საერთაშორისო ფესტივალი გახსნა. არტისტებისთვის ყინულის ბლოკები ახლომდებარე მდინარიდან მოაქვთ, ნამუშევრების დასრულებისვთის მათ 3-დღიანი ვადა მიეცათ. სპეციალური ჟიური საუკეთესო ნამუშევარს 8 იანვარს გამოავლენს. კონკურსი წელს 32-ედ ტარდება. Please follow and like us:

შავ-თეთრი კარნავალი კოლუმბიაში

კოლუმბიის ქალაქ პასტოში ყოველწლიური შავ-თეთრი კარნავალი დაიწყო. კარნავალი ანდების, ამაზონიის და წყნარი ოკეანის სანაპიროს კულტურების შერწყმით წარმოიშვა. ორი დღის განმავლობაში ფესტივალის მონაწილეები სახელწოდების შესაბამისად, შავ-თეთღი კოსტუმებით იმოსებიან, თუმცა კარნავალი მაინც ფერადია, რაც კულტურული და ეთნიკური მრავალფეროვნების სიმბოლოა. 2009 წელს კოლუმბიური შავ-თეთრი კარნავალი იუნესკომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა. კარნავალის პირველ დღეს მისი მონაწილეებს ნათელი ფერების […]

მზადება რიოს კარნავალისთვის

ბრაზილიაში რიოს ცნობილი კარნავალისთვის მზადება დაიწყო. სამბის 13 საუკეთესო სკოლის მოცეკვავეები და მუსიკოსები კოპაკაბანას პლაჟზე გავიდნენ. სანახაობამ ათასობით მაყურებელი მიიზიდა. სასტუმრო „კოპაკაბანა პალასის“ წინ მოცეკვავეებთან ერთად სიმფონიურო ორკესტრის წევრებმაც ჩაიარეს. მცირე კარნავალის მიზანი იმ ერთგულების ჩვენებაა, რასაც სამბის ტარდიციული სკოლები რიოს კარნავალისადმი იჩენენ და მაყურებელს აჩვენებენ, რომ კარნავალისთვის მზადებას მრავალთვიანი მუსაობა და ყოველდღიური ვარჯიში სჭირდება. […]

დღის ფოტო: მთვარე და კოსმოსური სადგური

ეს ფოტო 2017 წლის 4 ნოემბერს, ფლორიდაში, ადგილობრივი დროით დილის 4:19 საათზეა გადაღებული. მთვარის ფონზე საერთაშორისო კოსმოსური სადგური მოჩანს, რომლის ბორტზეც 6 ასტრონავტი იმყოფება. ჯონ კრაუსის ფოტო Please follow and like us:

#2. არასდროს ბედი არ ყოფილა ისე ცბიერი

არასდროს ბედი არ ყოფილა ისე ცბიერი, როს ეშაფოტზე ადიოდა რობესპიერი. და მიდიოდა კლდე და ტალღა, მძაფრი და გიჟი, როცა მსოფლიო ნაღარა-დაფს სცემდა პარიჟი. როცა ლანდივით გაიშვირა ქიმერამ დინგი იქით, საითკენ იშლებოდა ხალხის მიტინგი და ნილოსიდან წამოსული ქამელეონი – ეპარებოდა მას მძვინვარე ნაპოლეონი. გაჰქრა. დროს ისე ღიმილით არ ეალუბლება თავისუფლება, დახვრეტილი თავისუფლება.   Please follow and […]

გარდაიცვალა მეცხრე ადამიანი მთვარეზე

ჯონ იანგი, ასტრონავტი, რომელიც 6-ჯერ იმყოფებოდა კოსმოსში, 88 წლის ასაკში, ჰიუსტონში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ნასას მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადების თანახმად, ასტრონავტის გარდაცვალების მიზეზი გართულებული პნევმონია გახდა. ჯონ იანგი ამერიკელი ასტრონავტების მეორე ჯგუფში შედიოდა, რომელიც 1965 წელს კოსმოსში გაემგზავრა. 1969 და 72 წლებში კი იანგი „აპოლოს“ ეკიპაჟიების მეთაური იყო. ჯონ იანგი კაცობრიობის ისტორიაში მეცხრე ადამიანია, რომელმაც […]

Apple-ის მომხმარებლებს კიბერსაფრხე ემუქრებათ?

ექსპერტების აზრით, Apple-ის ათობით მილიონი მომხმარებლის პერსონალური მონაცემები შესაძლოა კიბერთაღლითების ხელში აღმოჩნდეს. თავად კომპანიაშიც ადასტურებენ, რომ მათ სისტემებს სუსტი წერტილები აღმოაჩნდათ, თუმცა ამავე დროს აცხადებენ, რომ მათთვის ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორ შეიძლება აღმოჩენილი დაუცველობის ბოროტი განზრახვით გამოყენება. ინტელის პროცესორებში აღმოჩენილი დაუცველობები პრობლემებს არა მხლოლოდ მომხმარებელს, არამედ თავად კომპანიასაც უქმნის, რომელსაც შესაძლოა სარჩელები წარუდგინონ. მიმდინარე კვირაში […]

კოუტინიო ბარსელონაში – მესამე უძვირესი ტრანსფერი ისტორიაში

„ლივერპულის“ ნახევარმცველი ფილიპე კოუტინიო „ბარსელონაში“ გადადის. ინფორმაცია ორივე კლუბის პრესსამსახურმა დაადასტურა. 25 წლის ბრაზილიელი ესპანურ კლუბთან 5,5-წლიან კონტრაქტს აფორმებს. ამავე კონტრაქტით, ვადამდე კონტრაქტის გაწყვეტის საფასური 400 მილიონი ევრო იქნება. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ინგლისური კლუბი მოთამაშეს 160 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელია. ამგვარად, კოუტინიოს გადასვლა „ბარსელონაში“ მესამე უძვირესი ტრანსფერი ხდება მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში. უფრო მეტი ფული მხოლოდ […]

დონალდ ტრამპი: მე გენიოსი ვარ!

დონალდ ტრამპი საკუთარ გონებრივ შესძლებლობებზე გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა. ერთ დღეში ბესტსელერად ქცეულ წიგნში „ცეცხლი და მრისხანება“, ჟურნალისტი მაიკლ ვულფი წერს, რომ თეთრი სახლის მეთაურს ინტელექტუალური რესურსი არ ჰყოფნის იმისთვის, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი იყოს. დონალდ ტრამპი ამ კრიტიკას ტავდაპირველად ტრადიციულად თვითერით გამოეხმაურა. დონალდ ტრამპი, აშშ-ის პრეზიდენტი მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში ჩემი ორი უმთავრესი აქტივი ფსიქიური […]