უძვირესი ტრანსფერი ბარსელონასთვის

„ბარსელონამ“ „ლივერპულის“ ნახევარმცველ ფილიპე კოუტინიოსთან 5,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ეს ტრანსფერი უძვირესია „ბარსელონასთვის“ და ამავე დროს მთლიანად ინგლისური ფეხბურთისთვის. გავრცელებული ინფორმაციით, ბარსელონელებმა ფეხბურთელში 120 მილიონი ევრო გადაიხადეს, გუნდში წარმატებული თამაშის შემთხვევაში კი „ბარსელონა“ ლივერპულელებს დამატებით 40 მილიონ ევროს გადაუხდის. კონტრაქტის დარღვევის საფასურად კი 400 მილიონი ევროა განსაზღვრული. ფილიპე კოუტინიო, ფეხბურთელი დაჯერებაც კი მიჭირს, რომ ჩემს კერპებთან […]

ნიუ იორკში აეროპორტი დაიტბორა

ნიუ იორკის ჯონ კენედის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი ნაწილობრივ დაიტბორა. ამ ფაქტმა ფრენების გრაფიკი კიდევ უფრო გაართულა. დიდთოვლობის გამო აეროპორტი ბოლო დღეების განმავლობაში ისედაც შეფერხებით მუსაობს. ადგილობრივი მედიის ცნობით, წყალმა აეროპორტის მეოთხე ტერმინალის იატაკი დაფარა. დატბორილი ტერმინალიდან ფრენები გაუქმდა, ხოლო ის მგზავრები, რომლებიც უკვე იმყოფებოდნენ აეროპორტში, სხვა ტერმინალებზე გადაანაწილეს. ნიუ იორკში ამინდი მკვეთრად გაუარესდა, რამაც ქალაქს უამრავი პრობლემა […]

დიდთოვლობა ესპანეთში

ესპანელი სამხედროები სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს ეხმარებიან. ძლიერი დიდთოვლობის გამო სეგოვიის რაიონში გზები ჩაიხერხა, რის გამოც მძღოლებს და მგზავრებს ღამის მანქანებში გატარება მოუხდათ. გზის გაწმენდითი სამუშაოების დასრულებამდე, მანქანებში მყოფ ადამიანებს თბილი გადასაფარებლები, ცხელი სასმელები და საჭმელი დაურიგეს. ესპანეთის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა უამინდობის გამო ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში საფრთხის მაღალი დონე გამოაცხადა. Please follow and like us: