„შავი ნაზარეთელის“ მსვლელობა მანილაში

ფილიპინების დედაქალაქ მანილაში ასი ათასობით მორწმუნე ქრისტიანმა მიიღო მონაწილოება „შავი ნაზარეთელის“ ტრადიციულ მსვლელობაში. „შავი ნაზარეთელი“ იესოს ქანდაკებაა, რომელსაც ჯვარი მიაქვს. ადგილობრივებს სწამთ, რომ ამ ქანდაკებას ადამიანის განკურნება შეუძლია.

მსვლელობის დროს საზოგადოებრივ წესრიგს პოლიცილების და სამხედროების რაზმები იცავენ. მორიგეობენ სასწრაფო დახმარების ბრიგადებიც. მსვლელობის დროს ექიმებს 600-მდე ადამიანმა მიმართა.

ექსპერტები თვლიან, რომ იესოს სკულპტურა მე-17 საუკუნეში მექსიკაშია დამზადებული და იქიდან არის ჩატანილი ფილიპინებზე. გასული საუკუნის 90-იან წლიებში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ტრადიციულ მსვლელობაზე არა ორიგინალი, არამედ სკულპტურის ასლი გაეტანათ. მსვლელობა იესოს გოლგოთისკენ მიმავალი გზის სიმბოლოს წარმოადგენს.

Please follow and like us:
Total 0 Votes
0

Tell us how can we improve this post?

+ = Verify Human or Spambot ?

Post Author: როჯერ ო. ტორნჰილი

გამუდმებით რაღაც უცნაურ ამბებში აღმოჩნდება ხოლმე გახვეული. ეგებ იმიტომაც, რომ დაუჯერებელი ისტორიების შეთხზვა უყვარს და ამას ისეთი ოსტატობით აკეთებს, რომ თანამოსაუბრე იბნევა კიდეც, რაკი ტყუილსა და მართალს შორის საზღვარს ვეღარ პოულობს. ეს სასაცილოა, მაგრამ ხშირად მომხდარა, რომ საკუთარი ტყუილების ლაბირინთში დაკარგულა და ეს ამბავი დავიდარაბით დასრულებულა. აკი, ვთქვით, რომ სულ რაღაც ამბებში ეხვევა.