კარლოს ტევესი ბოკა ხუნიორსში დაბრუნდა

კარლოს ტევესმა „ბოკა ხუნიორსის“ ფორმა კიდევ ერთხელ მოირგო. ფეხბურთელი აცხადებს, რომ თავის ძველ გუნდში დაბრუნება იმიტომ გადაწყვიტა, რომ სურს, კიდევ ერთხელ აღმართოს ლიბერტადორესის თასი. 33 წლის ტევესმა თქვა, რომ კარიერას დიდხანს ვეღარ გააგრძელებს და სურს, ფეხბურთისგან მაქსიმალური სიამოვნება მიიღოს.

კარლოს ტევესი „ბოკა ხუნიორსის“ მოთამაშე უკვე მესამედ გახდა. ამ გუნდის ღირსებას ფეხბურთელი თავდაპირველად საუკუნის დასაწყისში, შემდეგ კი 2015-16 წლებში იცავდა. „ბოკადან“ ტევესი შანხაის „შენხუაში“ გადავიდა, ჩინეთში გატარებული ერთი სეზონის შემდეგ კი სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა.

Please follow and like us:
Total 0 Votes
0

Tell us how can we improve this post?

+ = Verify Human or Spambot ?

Post Author: @rain