ოფრა უინფრი vs დონალდ ტრამპი

ოქროს გლობუსის დაჯილდოების ცერემონიალზე რასობრივი და გენდერული თანასწორობის შესახებ წარმოთქმული სიტყვის შემდეგ ტელეწამყვან ოფრა უინფრის თაყვანისმცემლებმა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დონალდ ტრამპისთვის კონკურენციის გაწევა სთხოვეს. ამერიკის უმდიდრესი ქალი თაყვანისმცემელთა ამ მოწოდებას ჯერ არ გამოხმაურებია, სამაგიერდ, უინფრის საარჩევნო კამპანიაში შესაძლო ჩართვაზე კომენტარი დონალდ ტრამპმა გააკეთა.

დონალდ ტრამპი, აშშ-ის პრეზიდენტი

მე ოფრას დავამარცხებ. მასთან კონკურენცია ძალიან სახალისო იქნება. მე მას კარგად ვიცნობ. მის ერთ-ერთ შოუში მაქვს მონაწილეობა მიღებული. დონალდ ტრამპი მისი სტუმარი იყო. ეს ყველაფერი ჯერ კიდევ ჩემს პოლიტიკაში მოსვლამდე იყო. მე მომწონს ოფრა. არ მგონია, რომ მან კენჭი იყაროს, მე მას ძალიან კარგად ვიცნობ.

ამერიკულ სოციალური ქსელებში კი ოფრამანიაა გაჩაღებული. უამრავი ადამიანი სწორედ მას მიიჩნევს დემოკრატების იდეალურ საპრეზიდენტო კანდიდატად. სოციალური ქსელების მომხმარებლებს არც ამერიკული მედია ჩამორჩა და პრესაში ტელეწამყვანის პრეზიდენტობის შანსებზე დაწერილი წერილები გაჩნდა.

ოფრა უინფრი თავის დროზე ბარაქ ობამას უჭერდა მხარს, შარშან მარტში კი განაცხადა, რომ პოლიტიკური გამოცდილება არ აქვს და პრეზიოდენტობაზე არასდროს დაფიქრებულა, მაგრამ ტრამპის გამარჯვების შემდეგ ყველაფერს შესაძლებლად მიიჩნევს.

Please follow and like us:
Total 0 Votes
0

Tell us how can we improve this post?

+ = Verify Human or Spambot ?

Post Author: რეჯინა ლამბერტი

რეჯინა, მეგობრებისთვის - რეჯი. ეძებს თავგადასავლებს - მუდმივად და ოცნების მამაკაცს - უკვე მესამედ. პრინციპში, სულ ეს არის