ჯასტინ ტიმბერლეიკის ახალი ალბომი

პირველი ალბომი 5-წლიანი პაუზის შემდეგ. ჯასტინ ტიმბერლეიკმა ახალი სტუდიური ალბომის გამოსვლის შესახებ განაცხადა. ალბომს Man of the Woods ჰქვია და მისი რელიზი თებერვლის დასაწყისში შედგება.

პარალელურად, თაყვანისმცემელთა ინტერესის გასაღვივებლად, მუსიკოსმა ახალ ალბომში შემავალ ერთ-ერთ სიმღერაზე კლიპიც გადაიღო. კლიპში ტიმბერლეიკი უნივერსალური რობოტის შემქმნელად გვევლინება. რობოტი ცდილობს, შექმნელის მოძრაობები გაიმეოროს. ზოგიერთებმა მომღერლის შექმნილ ამ სახეში კომპანია Apple-ის დამაარსებელი სტივ ჯობსი დაინახეს.

თავად ჯასტინ ტიმბერლეიკი აცხადებს, რომ ეს კლიპი, ისევე როგორც მთლიანად ალბომი, ოჯახის თანადგომის წყალობით შექმნა. მუსიკოსმა თქვა, რომ შთაგონების წყაროდ მისი ცოლი და შვილი იქცნენ.

კლიპი ნახეთ აქ

Please follow and like us:
Total 1 Votes
0

Tell us how can we improve this post?

+ = Verify Human or Spambot ?

Post Author: რეჯინა ლამბერტი

რეჯინა, მეგობრებისთვის - რეჯი. ეძებს თავგადასავლებს - მუდმივად და ოცნების მამაკაცს - უკვე მესამედ. პრინციპში, სულ ეს არის