ჯავშანმანქანით არყის საყიდლად

რუსეთში, მურმანსკის ოლქის ქალაქ აპატიტის მცხოვრები ალკოჰოლის შესაძენად მოპარული ჯავშანმანქანით გაემართა. პოლიციაში აცხადებენ, რომ 29 წლის მამაკაცი ძლიერი ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა. მამაკაცმა ჯავშანმანქანა ადგილობრივი ავტოსკოლიდან გაიტაცა. მან მანქანით მაღაზიის ვიტრინა შეამტვრია და ალკოჰოლის სექციისკენ გაემართა. სამართალდამცავებმა დაადასტურეს, რომ ერთი კვირით ადრე მამაკაცმა სატვირთო მანქანაც გაიტაცა და პოლიციას გაუსვლელობის ხელწერილით ჰყავდა გათავისუფლებული. Please follow and […]

ძარცვა პარიზის სასტუმრო „რიცში“

პარიზის ცნობილ სასტუმრო „რიცში“ არსებული საიუველირო მაღაზიიდან შეიარაღებულმა მძარცველებმა რამდენიმე მილიონი ევროს ღირებულების ძვირფასეულობა გაიტაცეს. ფრანგული მედიის ინფორმაციით, ნაჯახებით შეიარაღებულმა ხუთმა მამაკაცმა მაღაზიის ვიტრინა ჩაამსხვრია და შიგნით ისე შეაღწია. პოლიციამ დაადასტურა, რომ სამი მძარცველი დაკავებულია, ორმა კი მოპედით მიმალვა მოახერხა. დააბრუნა თუ არა პოლიციამ მოპარული ძვირფასეულობა, რომლის ღირებულებაც 4 მილიონ ევროს აჭარბებს, ამ დროისთვის უცნობია. […]