ძარცვა პარიზის სასტუმრო „რიცში“

პარიზის ცნობილ სასტუმრო „რიცში“ არსებული საიუველირო მაღაზიიდან შეიარაღებულმა მძარცველებმა რამდენიმე მილიონი ევროს ღირებულების ძვირფასეულობა გაიტაცეს. ფრანგული მედიის ინფორმაციით, ნაჯახებით შეიარაღებულმა ხუთმა მამაკაცმა მაღაზიის ვიტრინა ჩაამსხვრია და შიგნით ისე შეაღწია. პოლიციამ დაადასტურა, რომ სამი მძარცველი დაკავებულია, ორმა კი მოპედით მიმალვა მოახერხა. დააბრუნა თუ არა პოლიციამ მოპარული ძვირფასეულობა, რომლის ღირებულებაც 4 მილიონ ევროს აჭარბებს, ამ დროისთვის უცნობია.

სასტუმრო „რიცი“ პარიზის ცენტრში, ვანდომის მოედანზე, საფრანგეთის იუსტიციის სამინისტროს გვერდით მდებარეობს. სასტუმროში ძვირფასეულობის 5 მაღაზია და 95 ვირტინაა განთავსებული.

Please follow and like us:
Total 1 Votes
0

Tell us how can we improve this post?

+ = Verify Human or Spambot ?

Post Author: როჯერ ო. ტორნჰილი

გამუდმებით რაღაც უცნაურ ამბებში აღმოჩნდება ხოლმე გახვეული. ეგებ იმიტომაც, რომ დაუჯერებელი ისტორიების შეთხზვა უყვარს და ამას ისეთი ოსტატობით აკეთებს, რომ თანამოსაუბრე იბნევა კიდეც, რაკი ტყუილსა და მართალს შორის საზღვარს ვეღარ პოულობს. ეს სასაცილოა, მაგრამ ხშირად მომხდარა, რომ საკუთარი ტყუილების ლაბირინთში დაკარგულა და ეს ამბავი დავიდარაბით დასრულებულა. აკი, ვთქვით, რომ სულ რაღაც ამბებში ეხვევა.