#3. პროლოგი 100 ლექსის

რა საოცარი დასრულდა წლები! მეფეთა წყება გაჰქრა, ვით ლანდი, მოშორდნენ ტახტებს: ვილჰელმი, კარლოს, ნიკოლოოზი და ფერდინანდი. მაგრამ მწუხარედ მათზე კი არა, სხვაზე იფიქრებს მარტიროლოგი: იმ საშინელ წელს – პოეტი-მეფე – გარდაიცვალა ალექსანდრ ბლოკი, ჰანგების მეფე – დიდი სენ-სანსი და დირიჟორი ნიკიში მძლავრი… ეკლიან გზაზე დაეცა ბევრი – მხოლოდ მე ერთი გადავრჩი მგზავრი, რომ გამომევლო ჯერარსმენილი […]