როგორ გადაარჩინა ბავშვი მეხანძრემ

ინტერნეტში ხანძრის დროს ბავშვის გადარჩენის ვიდეო გავრცელდა. ინციდენტი 3 იანვარს მოხდა, თუმცა კადრები მხოლოდ ახლა გასაჯაროვდა. ვიდეოზე ჩანს, რომ ცეცხლმოკიდებული სახლიდან მამაკაცი სახანძრო კიბით ეშვება, ხელში კი ბავშვი უჭირავს. შემდეგ მამაკაცი ბავშვს ხელს უშვებს, ქვევით მყოფი მეხანძრე კი ბავშვს იჭერს.

 ინციდენტი ჯორჯიის შტატში მოხდა. ხანძრის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა, რომელთაგან 8 ბავშვია. არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

Please follow and like us:
Total 0 Votes
0

Tell us how can we improve this post?

+ = Verify Human or Spambot ?

Post Author: როჯერ ო. ტორნჰილი

გამუდმებით რაღაც უცნაურ ამბებში აღმოჩნდება ხოლმე გახვეული. ეგებ იმიტომაც, რომ დაუჯერებელი ისტორიების შეთხზვა უყვარს და ამას ისეთი ოსტატობით აკეთებს, რომ თანამოსაუბრე იბნევა კიდეც, რაკი ტყუილსა და მართალს შორის საზღვარს ვეღარ პოულობს. ეს სასაცილოა, მაგრამ ხშირად მომხდარა, რომ საკუთარი ტყუილების ლაბირინთში დაკარგულა და ეს ამბავი დავიდარაბით დასრულებულა. აკი, ვთქვით, რომ სულ რაღაც ამბებში ეხვევა.