ახალი ზელანდიის პრემიერი დეკრეტულ შვებულებაში გავიდა

პოლიტიკურ ცხოვრებაში უიშვიათესი შემთხვევაა, როდესდაც უმაღლესი თანამდებობის პირი დეკრეტულ შვებულებაში გადის. ახალი ზელანდიის მოქმედი პრემიერ-მინისტრი, 37 წლის ჯესინდა არდერნი პირველი შვილის გასაჩენად ემზადება. ამის გამო პრემიერმა 6-კვირიანი დეკრეტული შვებულება აიღო. მთავარობის მეთაურის მოვალეობას ამ პერიოდის განმავლობაში მისი მოადგილე შეასრულებს. არდერნმა პრემიერის პოსტი ოქტომბერში დაიკავა. Please follow and like us:

გამოფენა – რა ეცვათ ძალადობის მსხვერპლ ქალებს?

მოსაზრებას, რომ გაუპატიურებული ქალები თავად ახდენენ მოძალადეთა პროვოცირებას ბრიუსელში გამოფენა დაუპირისპირეს. მასზე ის სამოსი წარმოადგინეს, რომლებივ სხვადასხვა დროს გაუპატიურებულ 18 ქალს თავდასხმის მომენტში ეცვა. გამოფენის ორგანიზატორები ბელგიის პოლიციაში მიღებულ პრაქტიკასაც აპროტესტებენ. ძალადობს მსხვერპლებს პოლიციაში ეკითხებიან, რა ეცვათ მათ და როგორი მაკიაჟი ჰქონდათ გამოყენებული. ითვლება, რომ თუკი გოგონა ცდილობს მომხიბვლელად გამოყურებოდეს, ამით მან შესაძლოა, დანაშაულის პროვოცირება […]

13 შვილის წამებისთვის ცოლ-ქმარს სამუდამო პატიმრობა ემუქრება

კალიფორნიაში საოლქო პროკურატურამ დევიდ და ლუიზა ტერპენებს ბრალი ოფიციალურად წაუყენა. ცოლ-ქმარი 13 შვილის წამებაშია ეჭვმიტანილი. მშობლებს შვილები საწოლზე ბორკილებით ჰყავდათ დაბმული და აშიმშილებდნენ. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულებმა დანაშაული არ აღიარეს. მათი სახელით განცხადება ადვიკატმა გააკეთა. დევიდ მეჩერი, ადვოკატი ჩვენ სრულ იურიდიულ დახმარებას გავუწევთ ბატონ ტერპენს და ვუზრუნველყოფთ, რომ საქმე სასამართლომ განიხილოს და არა მასმედიამ. საოლქო პროკურორმა […]