Alfred Eisenstaedt for LIFE. Vol.1

ალფრედ აიზენშტადტის ნამუშევრებმა ფოტოგრაფიაში ისტორია შექმნეს. ის იღებდა მეფეების, დიქტატორების, მეცნიერების, სპორტსმენთა, კინოვარსკვლავთა არაფორმალურ პორტრეტებს. იღებდა უბრალო ადამიანებსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ალფრედ აიზენშტადტი 1898 წელს პოლონეთში დაიბადა. იცოცხლა 96 წელი და აქედან 70-ზე მეტი ფოტოგრაფიას დაუთმო.

1935 წელს წავიდა ამერიკაში. მუშაობდა Harper’s Bazaar-სა და Vogue-ში. ერთ წელიწადში კი LIFE-ის ფოტოგრაფი გახდა. მომდევნო 40 წელი იქ იმუშავა. მისი ფოტოები 90-ჯერ დაიბეჭდა ლეგენდარული ჟურნალის გარეკანზე.

იაპონიაზე გამარჯვების დღეს ტაიმს სკვერზე. ამერიკელი მეზღვაური გლენ მაკდაფი კოცნის მედდა ედიტ შეინს. 15 აგვისტო, 1945. ტაიმს სკვერი, ნიუ იორკი

 

ჰიტლერული გერმანიის პროპაგანდის მინისტრი იოზეფ გებელსი ჟენევაში 1933 წელს, ერთა ლიგის კონფერენციაზე. მან ამ წამს შეიტყო, რომ ფოტოგრაფი ებრაელია

 

„გრანდ ოტელის“ მეტრდოტელი რენე ბრეგე კოქტეილის ციგურებით ჩამოტარებისას. სენტ მორიცი, შვეიცარია, 1932

 

მძლეოსნები. კუნძული ჰიდენზე, ბალტიის ზღვა. 1931

 

მოდელი, რომელიც დიდ სარკეში იყურება. პარიზი.1932

 

ჯოვანი ანტონიო სოლიანის ფრესკა სან მარკოს დომენიკელთა მონასტერში. ფლორენცია. 1935

 

 

ახალგაზრდა ბერები პონტე ვეკიოს ხიდზე. ფლორენცია. 1935

 

გიგანტური მუხა. ტისბერი, მასაჩუსეცი. აშშ. 1968

 

ღამის კლუბი „სალამბო“ დასავლეთ ბერლინში. 1979
Please follow and like us:
Total 0 Votes
0

Tell us how can we improve this post?

+ = Verify Human or Spambot ?

Post Author: რენ დე ტუა

უცნაური გოგო, უცნაური სახელით. სამყაროს თავისი დიდი და ცისფერი თვალებით უყურებს, რამაც კაცს შესაძლოა აფიქრებინოს, გულუბრყვილოაო. ასე არ არის და ეს ამბავი ერთხელაც ამტკიცებს, რომ გარეგნობა ზოგჯერ მატყუარაა. მეტი რა? აფასებს ყველაფერს დახვეწილსა და ნატიფს, რაც გასაკვირი არც არის

1 thought on “Alfred Eisenstaedt for LIFE. Vol.1

Leave a Reply

Your email address will not be published.