Alfred Eisenstaedt for LIFE. Vol.2

ალფრედ აიზენშტადტის ნამუშევრებმა ფოტოგრაფიაში ისტორია შექმნეს. ის იღებდა მეფეების, დიქტატორების, მეცნიერების, სპორტსმენთა, კინოვარსკვლავთა არაფორმალურ პორტრეტებს. იღებდა უბრალო ადამიანებსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ალფრედ აიზენშტადტი 1898 წელს პოლონეთში დაიბადა. იცოცხლა 96 წელი და აქედან 70-ზე მეტი ფოტოგრაფიას დაუთმო.

1935 წელს წავიდა ამერიკაში. მუშაობდა Harper’s Bazaar-სა და Vogue-ში. ერთ წელიწადში კი LIFE-ის ფოტოგრაფი გახდა. მომდევნო 40 წელი იქ იმუშავა. მისი ფოტოები 90-ჯერ დაიბეჭდა ლეგენდარული ჟურნალის გარეკანზე.

სასამართლოს სხდომა. ადის აბება. ეთიოპია. 1935

 

იტალიელი ოფიცერი ციგაზე. სესტრიერი, იტალიის ალპები. 1934

 

ავტომობილი Hanomag. ვოლფგანზე. ავსტრია. 1932

 

მორბენლები იტალიურ ფორუმში. რომი.1934

 

სოფი ლორენი ფილმში ქორწინება იტალიურად. 1964

 

ლილა ტიფანი ითხოვს მოწყალებას კარნეგი ჰოლის წინ. ნიუ იორკი. 1960

 

მარლენ დიტრიხი, ბერლინი, გერმანია. 1929

 

უინსტონ ჩერჩილი. ჩარტველი. კენტის საფრაფო. ინგლისი. 1951

 

კონკა იზმირის სანაპირზე. თურქეთი. 1934
Please follow and like us:
Total 0 Votes
0

Tell us how can we improve this post?

+ = Verify Human or Spambot ?

Post Author: კურტ აიზენკოფი

ამაყობს, რომ სამი თაობის უკან რომელიღაც წინაპარი გერმანელი ჰყავდა. არ უყვარს ადამიანები, თვლის, რომ კაცობრიობა თვითგანადგურებისკენ მიდის და არ სურს ამ პროცესის თანამონაწილე იყოს. ამიტომაც საკუთარ თავშია ჩაკეტილი და ხალხზე მეტად კოლბებთან ურთიერთობს - პროფესიით ქიმიკოსია