გერმანია დიზელის ძრავიან მანქანებს ზღუდავს

გერმანიის მსხვილი ქალაქების თვითმმართველობებს შეუძლიათ თავიანთ ტერიტორიებზე დიზელის ძრავიანი მანქანების მოძრაობა აკრძალონ. ამის შესახებ გადაწყვეტილება ლაიფციგის ფედერალურმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ გამოიტანა. გერმანიის ფედერალური მთავრობა და ავტოინდუსტრია აკრძალვის წინააღმდეგ გამოდიან. სტატისტიკის თანახმად კი ამ დროისთვის გერმანიაში რეგისტრირებული 15 მილიონი დიზელის ძრავიანი მანქანიდან მხოლოდ 2,7 მილიონი აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდატრს. დიზელის ძრავიანმა მანქანებმა პოპულარობა მკვეთრად მას მერე დაკარგეს, რაც […]

როგორ იყენებს ერდოღანი ბავშვებს პოლიტიკური მიზნებისთვის

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი 6 წლის გოგონას დაპირდა, რომ თუკი ის სამშობლოსთვის მოკვდებოდა, სამხედრო პატივით დაკრძალავდა. ერდოღანის ამ ნათქვამმა, ფართო საერთაშორისო რეზონანსი გამოიწვია. მმართველი „სამართლიანობის და განვითარების პარტიის“ კონგრესზე, რომელიც ქალაქ ქახრამანმარაშში მიმდინარეობს, ერდოღანმა სცენაზე 6 წლის გოგონა აიყვანა, რომელსაც თურქეთის ელიტარული სამხედრო დანაყოფის  „შვინდისფერი ბერეტების“ ფორმა ეცვა. გოგონა, რომელსაც ამინე ტირაში ჰქვია, ტიროდა. […]

როგორ მოიქცეოდა ისრაელი ოთხოზორია და ტატუნაშვილი ებრაელები რომ ყოფილიყვნენ?

ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობამ, ეს ძველი ამბავი გამახსენა. ხშირად მახსენდება ეს ამბავი, იქამდე გიგა ოთხოზორიას მკვლელობის მერეც გავიხსენე… ამბავი 46 წლის წინ მოხდა და ორი ნაწილისგან შედგება. პირველ ნაწილზე მოკლედ და მშრალად გიამბობთ, მეორეზე – უფრო ვრცლად.   პირველი ნაწილი 1972 წელს, მიუნხენში, ოლიმპიური თამაშების დროს პალესტინელმა ტერორისტებმა ისრაელის დელეგაციის 11 წევრი მოკლეს – 4 […]

Dolce & Gabbana მილანის მოდის კვირეულზე

მილანის მოდის კვირეულზე მოდელები ნაწილობრივ დრონებმა ჩაანაცვლეს. იდეა Dolce & Gabbana-ს სახლს ეკუთვნის. აი, რა გამოვიდა აქედან ⤵⤵⤵ Please follow and like us:

სმარტფონების მსოფლიო ბაზრის სიახლეები

მობილური კავშირგაბმულობის მსოფლიო კონგრესზე კომპანია სამსუნგმა ახალი სმარტფონის ორი მოდიფიკაცია წარადგინა – Galaxy S9 და უფრო დიდი ზომის S9+. მეცხრე თაობის მოდელების მთავარი განმასხვავებელი ნიშანი ფოტო და ვიდეო გადაღებების გაუმჯობესებული შესაძლებლობაა. სამსუნგის ახალი სმარტფონების ობიექტივები დაბალი განათების პირობებში მაღალი ხარისხით გადაღების საშუალებას იძლევა. ბაზარზე დაბრუნებას ცდილობს მობილური ტელეფონების მსოფლიო ბაზრის ყოფილი ლიდერი ნოკია. კომპანიამ ახალი […]

იერუსალიმში მაცხოვრის საფლავის ტაძარი პროტესტის ნიშნად დაიხურა

იერუსალიმში მთავარი ქრისტიანული სიწმინდე, მაცხოვრის საფლავის ტაძარი პროტესტის ნიშნად დაიკეტა. სასულიერო პირები ამ ფორმით ისრაელის საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებს აპროტესტებენ, რომლის თანახმადაც სახელმწიფოს საეკლესიო მიწების ჩამორთმევის უფლება ეძლევა. ტაძრის დახურვის შესახებ ერთობლივი განცხადება რომის კათოლიკური, ბერძნული მართლმადიდებლური და სომხური სამოციქულო ეკლესიების წარმომადგენლებმა გააკეთეს. დღეისთვის ეს ტაძარი რამდენიმე ქრისტიანული კონფესიის საერთო მმართველობის ქვეშ იმყოფება. კანონპროექტის მომხრეები […]

როცა კუპიურებზე ძვირი ის ქაღალდი ღირს, რომელზეც ფულია დაბეჭდილი

ვენესუელის ვალუტა ბოლივარი იმდენად გაუფასურდა, რომ ფულის კუპიურებზე ძვირი ის ქაღალდი ღირს, რომელზეც ფულია დაბეჭდილი. ამ ვითარებიდან გამომდინარე, ვენესუელელები ფულს განსხვავებული დანიშნულებითაც იყენებენ. ფულს იყენებენ შპალერად, აკეთებენ ორიგამებს, კუპიურებით ამზადებენ წვრილ საგალანტერიო საქონელსაც. როგორც ირკვევა, ეს შემოსავლიანი საქმეა და ბოლივარებისგან დამზადებული თითოეული ნივთი 10-15 დოლარად იყიდება. Please follow and like us:

ყველა იტყუება. თქვენც

ყველანი იტყუებიან. ყველაში ცხადია, თქვენც იგულისხმებით. მაგრამ თავი ნაკლებად უხერხულად რომ იგრძნოთ, სხვებზე ვილაპარაკოთ. ადამიანები იტყუებიან იმაზე, რამდენი დალიეს, რამდენად ხშირად ვარჯიშობენ, იტყუებიან ვითომ წაკითხულ წიგნზე, ახალი ფეხსაცმლის ფასზე. ადამიანები იტყუებიან რომ ავად გახდნენ, იტყუებიან მაშინაც, როდესაც გპირდებიან, რომ კავშირზე იქნებიან. იტყუებიან, როდესაც ამბობენ, რომ თქვენ არ გგულისხმობენ, თუმცა აშკარაა, რომ სწორედ თქვენ გჭორავენ. ისინი […]

სიყვარული, სექსი და პრეზიდენტები

წელს 20 წელი შესრულდა მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი სექს-სკანდალიდან, რომელიც სახელმწიფო მეთაურის პირად ცხოვრებას ეხება. 1998 წლის იანვარში ამერიკულ მედიაში გაჩნდა ცნობა, რომ თეთრი სახლის 22 წლის პრაქტიკანტი მონიკა ლევინსკი მინეტს უკეთებდა 49 წლის პრეზიდენტ ბილ კლინტონს. მოგვიანებით ქალმა ვითომ მოკრძალებული სიკეკლუცით თქვა, რომ პრეზიდენტთან ორალური სექსი ცხრაჯერ ჰქონდა. სკანდალი ხმაურიანი გამოდგა და ერთი […]