Alfred Eisenstaedt for LIFE. Vol.3

ალფრედ აიზენშტადტის ნამუშევრებმა ფოტოგრაფიაში ისტორია შექმნეს. ის იღებდა მეფეების, დიქტატორების, მეცნიერების, სპორტსმენთა, კინოვარსკვლავთა არაფორმალურ პორტრეტებს. იღებდა უბრალო ადამიანებსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ალფრედ აიზენშტადტი 1898 წელს პოლონეთში დაიბადა. იცოცხლა 96 წელი და აქედან 70-ზე მეტი ფოტოგრაფიას დაუთმო.

1935 წელს წავიდა ამერიკაში. მუშაობდა Harper’s Bazaar-სა და Vogue-ში. ერთ წელიწადში კი LIFE-ის ფოტოგრაფი გახდა. მომდევნო 40 წელი იქ იმუშავა. მისი ფოტოები 90-ჯერ დაიბეჭდა ლეგენდარული ჟურნალის გარეკანზე.

 

მერლინ მონრო. 1953

 

გერმანული დირჟაბლის „გრაფ ცეპელინის“ კორპუსს სამხრეთ ატლანტიკის თავზე რემონტი უტარდება. 1933

 

სოფი ლორენის თვალები. 1961

 

ბენვენუტო ჩელინის სკულპტურა „პერსევსი“, რომელსაც მიქელანჯელოს „დავითის“ ფონზე მედუზის თავი უჭირავს. ფლორენცია. იტალია. 1935

 

ადოლფ ჰიტლერი ტანენბერგში. აღმოსავლეთ პრუსია. 1934

 

მეჯლისი ჯონ კენედის ინაუგურაციასთან დაკავშირებით სასტუმრო „მეიფლაუერში“. ვაშინგტონი. 20 იანვარი 1961

 

ნიუ იორკელი ქალი მაიამი ბიჩზე. ფლორიდა. 1940

 

მწერალი უილიამ სომერსტ მოემი. სამხრეთ კაროლინა. 1942

 

ჰამბურგელი საკვამურების მწმენდავი. 1979
Please follow and like us:
Total 0 Votes
0

Tell us how can we improve this post?

+ = Verify Human or Spambot ?

Post Author: კურტ აიზენკოფი

ამაყობს, რომ სამი თაობის უკან რომელიღაც წინაპარი გერმანელი ჰყავდა. არ უყვარს ადამიანები, თვლის, რომ კაცობრიობა თვითგანადგურებისკენ მიდის და არ სურს ამ პროცესის თანამონაწილე იყოს. ამიტომაც საკუთარ თავშია ჩაკეტილი და ხალხზე მეტად კოლბებთან ურთიერთობს - პროფესიით ქიმიკოსია