Alfred Eisenstaedt for LIFE. Vol.4

ალფრედ აიზენშტადტის ნამუშევრებმა ფოტოგრაფიაში ისტორია შექმნეს. ის იღებდა მეფეების, დიქტატორების, მეცნიერების, სპორტსმენთა, კინოვარსკვლავთა არაფორმალურ პორტრეტებს. იღებდა უბრალო ადამიანებსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ალფრედ აიზენშტადტი 1898 წელს პოლონეთში დაიბადა. იცოცხლა 96 წელი და აქედან 70-ზე მეტი ფოტოგრაფიას დაუთმო.

1935 წელს წავიდა ამერიკაში. მუშაობდა Harper’s Bazaar-სა და Vogue-ში. ერთ წელიწადში კი LIFE-ის ფოტოგრაფი გახდა. მომდევნო 40 წელი იქ იმუშავა. მისი ფოტოები 90-ჯერ დაიბეჭდა ლეგენდარული ჟურნალის გარეკანზე.

ჯორჯ ბერნარდ შოუ თავის აივანზე. ლონდონი. 1931

 

მუსოლინის არმიის ოფიცერი მანიკურს იკეთებს. მილანი, იტალია. 1934

 

ყინულის ბარი Palace Hotel-ის საციგურაო მოედანზე. სენტ მორიცი. შვეიცარია. 1947

 

სალვადორ დალი ცოლთან ერთად საახალწლო წვეულებაზე. ნიუ იორკი. 1956

 

სტუდენტი მედდები რუზველტის საავადმყოფოში. ნიუ იორკი. 1938

 

საბავშვო რკინიგზის მოყვარულები. ბერლინი, გერმანია. 1931

 

მარტინ ბუბერი – ებრაელი ფილოსოფოსი. სიონიზმის თეორეტიკოსი. იერუსალიმი. ისრაელი. 1953

 

ბუნკერი, სადაც მოკვდა ჰიტლერი. ხედი ოტო გროტევოლის ქუჩიდან. აღმოსავლეთ ბერლინი. 1979

 

მედროგეების სკოლაში ლაგამის სწორად დაჭერას ასწავლიან. ნოიდეკი. აღმოსავლეთ პრუსია. 1932
Please follow and like us:
Total 0 Votes
0

Tell us how can we improve this post?

+ = Verify Human or Spambot ?

Post Author: @rain