წლის საუკეთესო ევროპული მანქანა

წლის საუკეთესო ევროპული მანქანის ტიტული კომპანია ვოლვოს მოდელმა Volvo XC40-მა მოიპოვა. ავტოექსპერტები აღნიშნავენ, რომ ვოლვოს პრემიუმ-კლასის კროსოვერს გამარჯვება იოლად არ მოუპოვებია, იმის მიუხედავად, რომ კონკურენტები მნიშვნელოვნად ჩამოიტოვა უკან.

მეორე ადგილზე ესპანური სეატ იბიცა გავიდა, მესამე ადგილი კი ბავარიული მანუფაქტირის მეხუთე სერიის მოდელმა დაიკავა. წლის საუკეთესო მოდელი საავტომობილო თემებზე მომუშავე ჟურნალისტებმა დაასახელეს.

პრიზები გამარჯვებულებს ჟენევის ავტოშოუზე გადაეცემათ, რომელიც დღეს გაიხსნა. ორგანიზატორები ამბობენ, რომ სალონის სტუმრებს უამრავი სიახლე ელით. შოუზე განსაკუთრებულ ყურადღებას ელექტრომობილები იპყრობენ.

Please follow and like us:
Total 0 Votes
0

Tell us how can we improve this post?

+ = Verify Human or Spambot ?

Post Author: როჯერ ო. ტორნჰილი

გამუდმებით რაღაც უცნაურ ამბებში აღმოჩნდება ხოლმე გახვეული. ეგებ იმიტომაც, რომ დაუჯერებელი ისტორიების შეთხზვა უყვარს და ამას ისეთი ოსტატობით აკეთებს, რომ თანამოსაუბრე იბნევა კიდეც, რაკი ტყუილსა და მართალს შორის საზღვარს ვეღარ პოულობს. ეს სასაცილოა, მაგრამ ხშირად მომხდარა, რომ საკუთარი ტყუილების ლაბირინთში დაკარგულა და ეს ამბავი დავიდარაბით დასრულებულა. აკი, ვთქვით, რომ სულ რაღაც ამბებში ეხვევა.

1 thought on “წლის საუკეთესო ევროპული მანქანა

Leave a Reply

Your email address will not be published.