ავსტრალიაში ზღვამ ბოთლში ჩადებული უძველესი წერილი გამორიყა

ავსტრალიაში, ქალაქ პერტის პლიაჟზე ბოთლში ჩადებული წერილი იპოვეს. ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ ეს ამ დროისთვის ნაპოვნი უძველესი წერილია. ის ოკეანეში 132 წლის წინ გადააგდეს.

წერილით ირკვევა, რომ ის  1886 წლის 12 ივნისს გერმანული აფრებიანი გემიდან გადააგდეს. გემს „პაულა“ ერქვა. წერილის მპოვნელს თხოვენ, როიმ ის გერმანის საკონსულოში მოიიტანონ. მეცნიერები ამბობენ, რომ ამგვარ გზავნილებს იმ პერიოდში ათასობით ყრიდნენ და მათი მიზანი ოკენეების დინებების შესწავლა იყო.

უძველესი წერილი ტონია და კიმ ილმანებმა პლაჟზე სეირნობისას იპოვეს.

ტონია ილმანი

წერილი პლაჟზე სეირნობისას ვიპოვეთ. წერილი დახვეული იყო. მის გაშლას ვეცადეთ, მაგრამ ფურცელი ეწეპებოდა, ამიტომ სახლში წავიღეთ და ღუმელში რამდენიმე წუთით გამოვაშრეთ.

მპოვნელებმა გამორიყული წერილი მუზეუმს ჩააბარეს. აქამდე ამ ტიპის უძველეს აღმოჩენად 108 წლის წინ გაგზავნილი წერილი ითვლებოდა.

Please follow and like us:
Total 0 Votes
0

Tell us how can we improve this post?

+ = Verify Human or Spambot ?

Post Author: კურტ აიზენკოფი

ამაყობს, რომ სამი თაობის უკან რომელიღაც წინაპარი გერმანელი ჰყავდა. არ უყვარს ადამიანები, თვლის, რომ კაცობრიობა თვითგანადგურებისკენ მიდის და არ სურს ამ პროცესის თანამონაწილე იყოს. ამიტომაც საკუთარ თავშია ჩაკეტილი და ხალხზე მეტად კოლბებთან ურთიერთობს - პროფესიით ქიმიკოსია

1 thought on “ავსტრალიაში ზღვამ ბოთლში ჩადებული უძველესი წერილი გამორიყა

    best g spot vibrator

    (June 24, 2018 - 2:40 pm)

    I truly appreciate this article post.Really looking forward to read more. Really Great.

Leave a Reply

Your email address will not be published.