პორნოვარსკვლავი ტრამპს სასამართლოში უჩივის

პორნოვარსკვლავმა სტორმი დენიელსმა სასამართლოში შეერთებული შტატების პრეზიდენტს უჩივლა. მსახიობი, რომლის ნამდვილი სახელი სტეფანი კლიფორდია, აცხადებს, რომ კონფიდენციალობის შეთანხმება, რომელსაც ხელი ჯერ კიდევ ტრამპის გაპრეზიდენტებამდე მოეწერა,  იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი ვერ იქნება, რაკი მასზე უშუალოდ დონალდ ტრამპის ხელმოწერა დაფიქსირებული არ არის –  დოკუმენტს ხელს ტრამპის იურისტი აწერს.

დენიელსმა ჯრ კიდევ 2011 წელს განაცხადა, რომ 5 წლით ადრე დონალდ ტრამპთან სექსუალური კონტაქტი ჰქონდა. ეს ის პერიოდია, როდესაც დონალდ და მელანია ტრამპებს შვილი შეეძინათ. ორი თვის წინ კი უოლ სტრიტ ჯორნალმა დაწერა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე პორნოვარსკვლავმა სოლიდური თანხა მიიღო ტრამპთან კავშირზე ინფორმაციის გაუხმაურებლობისთვის. ამ პუბლიკაციის შენდეგ დონალდ ტრამპის ადვოკატმა მაიკლ კოენმა აღიარა, რომ 2 წლის წინ სტორმი დენიელსს მართლაც გადაუხადა 130 ათასი დოლარი, ოღონდ ადვიკატი ამბობს, რომ ეს მისი პირადი ფული იყო და არა დონალდ ტრამპის.

Please follow and like us:
Total 1 Votes
0

Tell us how can we improve this post?

+ = Verify Human or Spambot ?

Post Author: @rain

Leave a Reply

Your email address will not be published.