მარკიზი და მოდელიერი – უბერ დე ჟივანში გარდაიცვალა /VIDEO/

ფრანგი არისტოკრატი და მოდელიერი უბერ დე ჟივანში გარდაიცვალა.  ვისაც ჟივანშის მოდის სახლზე არაფერი სმენია, ეს ამბავი არც არაფერს ეტყვის, სხვებისთვის კი ვთქვათ, რომ ჟივანში 91 წლისა იყო. ბიზნესი გასული საუკუნის 50-იან წლებში დაიწყო და ისეთ ქალებს აცმევდა, როგორებიც მაგალითად, ჟაკლინ კენედი და გრეის კელი იყვნენ.

პირველი კოლექცია ჟივანშიმ 24 წლის ასაკში შექმნა და მისი გვარი  ელეგანტურობის  სინონიმად იქცა. სწორედ მისი ნახელავია ოდრი ჰეპბერნის შავი კაბა ფილმში „საუზმე ტიფანისთან“.

ჟივანშები მარკიზები იყვნენ. მამამისს, მარკიზ ჟივანშის იმედი ჰქონდა, რომ შვილი იურისტი გახდებოდა, მაგრამ სხვაგვარად მოხდა და 196 სმ. სიმაღლის ახალგაზრდა უბერმა 17 წლის ასაკში საბოლოოდ გადაწყვიტა მოდას გაჰყოლოდა და არა მხოლოდ გაჰყოლოდა, თვითონ გამხდარიყო კანონმდებელი.

ჰო, მისი პირველივე კოლექცია, 1952 წელს, ისეთი გამოდგა, რომ ჟივანშიმ ახლანდელ ფულზე რომ გადავიყვანოთ, 1 მილიონი ევროს შეკვეთები მიიღო.

Please follow and like us:
Total 1 Votes
0

Tell us how can we improve this post?

+ = Verify Human or Spambot ?

Post Author: როლან დ'არბანი

ცინიკოსია. ალბათ იმიტომ, რომ ახალგაზრდა აღარ არის. ამ საიტის ავტორებიდან ყველაზე ასაკიანია. ადრე, ახალგაზრდობაში, განძის პოვნაზე ოცნებობდა, რაც უზრუნველად ცხოვრების შესაძლებლობას მისცემდა. განძი ვერ იპოვა და კაცმა რომ თქვას, ძებნით თავიც არ შეუწუხებია. მერე მიხვდა, რომ ცხოვრებაში სასწაულები არ ხდება და თუ მაინც მოხდა, კარგს არაფერს მოასწავებს. განა სასწაული მხოლოდ კარგის მოხდენას ნიშნავს?

1 thought on “მარკიზი და მოდელიერი – უბერ დე ჟივანში გარდაიცვალა /VIDEO/

Leave a Reply

Your email address will not be published.