იაპონია, იესო და 2 მილიონი დოლარი

პატარა იაპონურ ქალაქ შინგოში არსებობს იესოს „საფლავი“. ათასობით იაპონელი ქრისტიანი დარწმუნებულია, რომ იესო იერუსალიმში ჯვარზე არ უცვიათ და რომ მან იაპონიაში გაქცევა მოახერხა, სადაც დაქორწინდა და 106 წლის ასაკამდე ბედნიერად იცხოვრა. ყოველწლიურად იესოს „საფლავზე“ ათასობით იაპონელი იქრისტიანი იყრის თავს.

მათი რწმენით, იესო იაპონიას 30 წლისა ესტუმრა. სამი წლის შემდეგ ის სამშობლოში, იერუსალიმში გაემგზავრა ქადაგებისთვის, მაგრამ ადგილობრივებმა მისი ქადაგება არ ისმინეს და რომაელმა ჩინოვნიკებმა იესოს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. თუმცა იაპონელი ჟამთააღმწერელი წერს, რომ ჯვარზე არა იესო, არამედ მისი ძმა ისუკირი აცვეს, იესო კი აღმოსავლეთისკენ გაიქცა. ის თავიდან ციმბირში ჩავიდა, იქიდან ალიასკაზე გადავიდა, საბოლოოდ კი იაპონიაში, სოფელ შინგოში დასახლდა.

შინგოში იესო დაქორწინდა და სამი შვილი ეყოლა.

შინგოელები წელიწადში რელიგიური ტურიზმით დაახლოები 2 მილიონ დოლარს შოულობენ.

იესოს “საფლავი” შინგოში
Please follow and like us:
Total 0 Votes
0

Tell us how can we improve this post?

+ = Verify Human or Spambot ?

Post Author: კურტ აიზენკოფი

ამაყობს, რომ სამი თაობის უკან რომელიღაც წინაპარი გერმანელი ჰყავდა. არ უყვარს ადამიანები, თვლის, რომ კაცობრიობა თვითგანადგურებისკენ მიდის და არ სურს ამ პროცესის თანამონაწილე იყოს. ამიტომაც საკუთარ თავშია ჩაკეტილი და ხალხზე მეტად კოლბებთან ურთიერთობს - პროფესიით ქიმიკოსია

Leave a Reply

Your email address will not be published.