არგენტინაში აბორტის ლეგალიზაციის კანონს განიხილავენ

არგენტინის პარლამენტმა აბორტის ლეგალიზაციის შესახებ ისტორიული კანონპრპექტის განხილვა დაიწყო. პარალელურად ბუენოს აირესის ქუჩებში კანონპრპოექტის როგორც მომხრეები, ასევე მოწინააღმდეგეები გავიდნენ. საკანონმდებლო ინიციატივა 14 კვირამდე პერიოდში ფეხმძიმობის ხელოვნურად შეწყვეტის ლეგალიზაციას გულისხმობს. კანონპრპექტის მოწინააღმდეგეთა შორის ქვეყნის მემარჯვენე პოლიტიკური ძალები და კათოლიკური ეკლესია არიან.

მარტის დასაწყისში 257 ადგილიან პარლამენტში კანონპრპოექტი 70 დეპუტატის ხელმოწერით შევიდა. დღეს დაწყებული განხილვა ივნისში კენჭისყრით უნდა დასრულდეს.

არგენტინაში ამ დროისთვის აბორტი მხოლოდ ორ შემთხვევაში, გაუპატიურებისას და დედის სიცოცხლისთვის საფრთხის არსებობისას არის ნებადართული. ყველა სხვა შემთხვევაში აბორტი სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება. სხვადასხვა მონაცემებით, არგენტინაში ყოველწლიურად ათი ათასობით არალეგალური აბორტი კეთდება.

Please follow and like us:
Total 0 Votes
0

Tell us how can we improve this post?

+ = Verify Human or Spambot ?

Post Author: რეჯინა ლამბერტი

რეჯინა, მეგობრებისთვის - რეჯი. ეძებს თავგადასავლებს - მუდმივად და ოცნების მამაკაცს - უკვე მესამედ. პრინციპში, სულ ეს არის

Leave a Reply

Your email address will not be published.