ვინ რა თქვა რეალი-იუვენტუსის შემდეგ

რეალის და იუვენტუსის შეხვედრის ყველაზე განხილვადი ეპიზოდი, ცხადია, მატჩის მესამე წამატებულ წუთზე დანიშნული პენალტი და ჯანლუიჯი ბუფონის გაძევება გახდა. ინციდენტზე კომენტარი თავად ბუფონმაც გააკეთა და თქვა, რომ ის, რაც მსაჯმა გააკეთა, სპორტის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია.

ჯანლუიჯი ბუფონი, „იუვენტუსის“ მეკარე

მე სულაც არ ვარ დათრგუნული. მე მაღლა აწეული თავით დავდივარ და მიხარია იმის გამო, რაც გავაკეთეთ. ამის გაკეთება მხოლოდ იუვენტუსს შეეძლო და მის 11… არა, 18 გმირს და მეომარს.

მასიმილიანო ალეგრი, „იუვენტუსის“ მწვრთნელი

გუნდი მინიმუმ დამატებით დროს იმსახურებდა. ჩვენ კიდევ 2 გამოუყენებელი შეცვლა და შემდეგ ეტაპზე გასვლის კარგი შანსი გვქონდა.

ზინედინ ზიდანი, „რეალის“ მწვრთნელი

პენალტი პენალტია. თუკი ის იყო, ესე იგი იყო და მეტი სალაპარაკო არაფერია. ჩვენ ნახევარფინალში გავედით და ბედნიერები ვართ.

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის წილისყრა პარასკევს, თბილისის დროით 15 საათზე გაიმართება. ლიგას რეალი, ბაიერნი, რომა და ლივერპული შემორჩნენ.

Please follow and like us:
Total 1 Votes
0

Tell us how can we improve this post?

+ = Verify Human or Spambot ?

Post Author: როჯერ ო. ტორნჰილი

გამუდმებით რაღაც უცნაურ ამბებში აღმოჩნდება ხოლმე გახვეული. ეგებ იმიტომაც, რომ დაუჯერებელი ისტორიების შეთხზვა უყვარს და ამას ისეთი ოსტატობით აკეთებს, რომ თანამოსაუბრე იბნევა კიდეც, რაკი ტყუილსა და მართალს შორის საზღვარს ვეღარ პოულობს. ეს სასაცილოა, მაგრამ ხშირად მომხდარა, რომ საკუთარი ტყუილების ლაბირინთში დაკარგულა და ეს ამბავი დავიდარაბით დასრულებულა. აკი, ვთქვით, რომ სულ რაღაც ამბებში ეხვევა.

Leave a Reply

Your email address will not be published.