ნიკო კოვაჩი – ბაიერნის ახალი მწვრთნელი

„შპორტ ბილდისა” და „ბილდის” ინფორმაციით, რომელიც რამდენიმე საათში თავად კლუბმაც დაადასტურა „ბაიერნის” ბოსებმა ახალი მწვრთნელი უკვე შეარჩიეს — ის იქნება 46 წლის ნიკო კოვაჩი.

როგორც ჩანს ბავარიელთა ხელმძღვანელებმა თავისივე გრაფიკს გაასწრეს. მათ ნათქვამი ჰქონდათ, რომ 72 წლის იუპ ჰაინკესის შემცვლელი უნდა ყოფილიყო გერმანულად მოლაპარაკე კაცი, რომელიც გუნდს ზაფხულში ჩაიბარებდა და კლუბი მის ვინაობას აპრილის ბოლოს გამოაცხადებდა.

კოვაჩი ხორვატია. 2013-15 წლებში ის თავისი ქვეყნის ნაკრებს წვრთნიდა. ფეხბურთელობისას 2001-03 წლებში „ბაიერნში” თამაშობდა ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე, თუმცა გერმანული ამ ორ წელიწადში არ უსწავლია — კოვაჩი ბერლინელი გახლავთ, მისი ოჯახი კი გერმანიას ბოსნია-ჰერცეგოვინიდან, კერძოდ კი ქალაქ ლივნოდან შეეკედლა.

ფეხბურთელის კარიერის ბოლო სამ წელიწადს თუ არ ჩავთვლით, ნიკო კოვაჩი სულ გერმანულ კლუბებში თამაშობდა, ბოლო სამი წელიწადი კი ავსტრიაში, ზალცბურგის „რედ ბულში” გაატარა. ხორვატიის ნაკრებში ითამაშა 83-ჯერ და 14 გოლი გაიტანა.

2016 წლიდან კოვაჩი ფრანკფურტის „აინტრახტში” მუშაობდა.

აღსანიშნავია, რომ კოვაჩის განკარგულებაში კვლავ იქნებიან ვეტერანები არიენ რობენი და ფრანკ რიბერი, რომელთაც „ბაიერნთან” ახალ, ერთწლიან კონტრაქტებს მოაწერეს ხელი.

www.sarbieli.com

Please follow and like us:
Total 0 Votes
0

Tell us how can we improve this post?

+ = Verify Human or Spambot ?

Post Author: სარბიელი

ყველამ ის საქმე უნდა აკეთოს, რაც ყველაზე კარგად გამოსდის. ამიტომ გადავწყვიტეთ, რაკი ჩვენ გუნდში ამ საქმის კარგად მცოდნე არ გვაყავს, სპორტული ამბები იმათ მივანდოთ, ვისაც სპორტზე წერა ამ ქვეყანაში სხვებზე კარგად გამოსდით - სარბიელელ ბიჭებს, რომლებთანაც მგონი, მთელი ცხოვრებაა, ვმეგობრობთ

Leave a Reply

Your email address will not be published.