ცოლი და ტაკონი

ცოლიც მსაჯი ჰყოლია თურმე მაიკლ ოლივერს, ინგლისელ არბიტრს,  რომელმაც ისე დაუსტვინა საპენალტედ „რეალისთვის“, რომ მისი ნასტვენი  ჯერ კიდევ მიზუზუნებს  მადრიდიდან ტურინისკენ.

„იუვენტუსის“ ქომაგებმა  მაიკლის მეუღლის, ლუსის ტვიტერზე მოქექეს  2016 წელს „სანტიაგო ბერნაბეუზე” გადაღებული  სურათი წარწერით:  „მგონი არაა ცუდი სტადიონი“.  იქვეა ესპანეთის დედაქალაქში ცოლ-ქმრის  მოგზაურობის სხვა სურათებიც  მინაწერით: „საყვარელი მადრიდი“.  ცხადია,  ტიფოზები პირდაპირ სამხილებს  ეძებენ ოლივერების კლანის წინააღმდეგ იმის დასტურად, რომ ინგლისელმა მკვლელი პენალტი  „რეალის“ სიყვარულში დადო.

ლუსის მეუღლეს გაუმართლა, რომ  ბუფონი იდგა კარში  და არა „იუვეს“ ყოფილი მეკარე სტეფანო ტაკონი, რომელმაც  პენალტზე და ბუფონის გაგდებაზე თქვა: „მე რომ ჯიჯის ადგილზე ვყოფილიყავი, მსაჯს  ცხვირ-პირს  ლაზათიანად მივუნაყავდი და ბრწყინვალე კარიერის ბრწყინვალე დასასრული გამოვიდოდა. არ შეიძლება ასეთ მატჩში 95-ე წუთზე ასეთი პენალტის დანიშვნა“.

www.sarbieli.com

 

Please follow and like us:
Total 0 Votes
0

Tell us how can we improve this post?

+ = Verify Human or Spambot ?

Post Author: სარბიელი

ყველამ ის საქმე უნდა აკეთოს, რაც ყველაზე კარგად გამოსდის. ამიტომ გადავწყვიტეთ, რაკი ჩვენ გუნდში ამ საქმის კარგად მცოდნე არ გვაყავს, სპორტული ამბები იმათ მივანდოთ, ვისაც სპორტზე წერა ამ ქვეყანაში სხვებზე კარგად გამოსდით - სარბიელელ ბიჭებს, რომლებთანაც მგონი, მთელი ცხოვრებაა, ვმეგობრობთ

Leave a Reply

Your email address will not be published.