აფხაზებმა, ამერიკას ჩვენ მივხედავთო…

რუსეთის და ირანის პრეზიდენტების შემდეგ დასავლური კოალიციის მიერ სირიის სამხედრო ობიექტების სარაკეტო დაბომბვა ეგრეთ წოდებული აფხაზეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრომ დაგმო. სოხუმში უფრო შორსაც წავიდნენ და განაცხადეს, რომ აფხაზეთის არმია მზად არის სირიელ ხალხთან ერთად აღუდგეს ამერიკელ დამპყრობლებს. როგორ უნდა აღუდგნენ, ეგ კი აღარ უთქვამთ.

აფხაზეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობამ, ღრმა სერიოზულობით მოახდინა რეაგირება მოძმე სირიელ ხალხზე შეერთებული შტატების და კოალიციის იერიშებზე. ჩვენ ვგმობთ მოცემულ ინციდენტს და მას განვიხილავთ როგორც პროვოკაციას დიდი ომის გასაჩაღებლად. აფხაზეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები მზად არის სირიელი ხალხის დასაცავად, მათ შორის, პროფესიულად გაწვრთნილი სპეციალისტებითაც.

Please follow and like us:
Total 0 Votes
0

Tell us how can we improve this post?

+ = Verify Human or Spambot ?

Post Author: როჯერ ო. ტორნჰილი

გამუდმებით რაღაც უცნაურ ამბებში აღმოჩნდება ხოლმე გახვეული. ეგებ იმიტომაც, რომ დაუჯერებელი ისტორიების შეთხზვა უყვარს და ამას ისეთი ოსტატობით აკეთებს, რომ თანამოსაუბრე იბნევა კიდეც, რაკი ტყუილსა და მართალს შორის საზღვარს ვეღარ პოულობს. ეს სასაცილოა, მაგრამ ხშირად მომხდარა, რომ საკუთარი ტყუილების ლაბირინთში დაკარგულა და ეს ამბავი დავიდარაბით დასრულებულა. აკი, ვთქვით, რომ სულ რაღაც ამბებში ეხვევა.

Leave a Reply

Your email address will not be published.