ადამიანი სახის გარეშე /VIDEO/

პირველი მამაკაცი მსოფლიოში, რომელსაც სახე მეორედ გადაუნერგეს, თავს კარგად გრძნობს. ჟერომ ამონს სახე პირველად 8 წლის წინ გადაუნერგეს და რეაბილიტაციის პროცესიც კარგად წავიდა, თუმცა 5 წლის მერე გაუთვალისწინებელი რამ მოხდა. ჟერომი გაცივდა და ექიმმა მას ანტიბიოტიკები გამოუწერა, რომლის მიღების მერეც გადანერგილ სახეზე კაცს პრობლემები დაეწყო და ნეკროზული პროცესი განუვითარდა. ამის გამო 2017 წლის ნოემბერში ჟერომს სახე მოაცილეს.

მას მერე პაციენტი საავადმყოფოში სახის გარეშე იმყოფებოდა და დონორის ახალ სახეს ელოდებოდა. ახლა ჟერომს კიდევ ერთი ახალი სახე აქვს და ექიმებიც ადასტურებნ, რომ ყველაფერი კარგადაა.

მამაკაცმა სახე იშვიათი გენეტიკური დაავადების გამო დაკარგა. მას სახეზე სიმსივნური წარმონაქმნები გაუჩნდა, რის გამოც ექიმებმა თავის დროზე სახის კანი მთლიანად მოაჭერეს.

ამ დროისთვის მსოფლიოში სახის გადანერგვის 40 ოპერაციაა გაკეთებული. ჟერომ ამონი კი პირველია, ვისაც სახის გადანერგვა ორჯერ დასჭირდა. 43 წლის მამაკაცს ახლა ახალგაზრდა კაცის სახე აქვს.

 

Please follow and like us:
Total 0 Votes
0

Tell us how can we improve this post?

+ = Verify Human or Spambot ?

Post Author: კურტ აიზენკოფი

ამაყობს, რომ სამი თაობის უკან რომელიღაც წინაპარი გერმანელი ჰყავდა. არ უყვარს ადამიანები, თვლის, რომ კაცობრიობა თვითგანადგურებისკენ მიდის და არ სურს ამ პროცესის თანამონაწილე იყოს. ამიტომაც საკუთარ თავშია ჩაკეტილი და ხალხზე მეტად კოლბებთან ურთიერთობს - პროფესიით ქიმიკოსია

Leave a Reply

Your email address will not be published.