გაქცევა პრემიერის რეისით

სინდრი ტორ სტეფანსონი, ისლანდიის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ძარცვის სავარაუდო ორანიზატორი, ციხიდან გაიქქა. ამასთანავე, ქვეყნის დატოვებისას მან იმ თვითმფრინავით ისარგებლა, რომლითაც ისლანდიის პრემიერ-მინისტრი მგზავრობდა. სტეფანსონი კრიპტოვალუტის მაინინგისთვის განკუთვნილი 600 კომპიუტერის ქურდობისთვის დააკავეს. ნაქურდალის ღირებულება 2 მილიონ დოლარს შეადგენდა.

ცნობილი გახდა, რომ სტეფანსონს გაქცევამდე ჰქონდა აღებული თვითმფრინავის ბილეთი გამოგონილ სახელზე სტოკჰოლმის რეისზე. ვინაიდან ავიარეისი შენგენის ზონის შიგნით ხორციელდებდა, გაქცეულ პატიმარს საპასპორტო კონტროლი არ გაუვლია. ისლანდიური მედია აღნიშნავს, რომ ციხე, რომელშიც სტეფანსონი იმყოფებოდა, დაცული ფაქტობრივად არა არის. მას არც ღობე აქვს და პატიმრებსაც ტელეფონით და ინტერნეტით სარგებლობა შეუზღუდავად შეუძლიათ. ისლანდიის და შვედეთის პოლიციაში  აცხადებენ, რომ გაქცეულ პატიმარს აუცილებლად დაიჭერებ, თუმცა ამას შესაძლოა წლებიც დასჭირდეს.

Please follow and like us:
Total 0 Votes
0

Tell us how can we improve this post?

+ = Verify Human or Spambot ?

Post Author: როჯერ ო. ტორნჰილი

გამუდმებით რაღაც უცნაურ ამბებში აღმოჩნდება ხოლმე გახვეული. ეგებ იმიტომაც, რომ დაუჯერებელი ისტორიების შეთხზვა უყვარს და ამას ისეთი ოსტატობით აკეთებს, რომ თანამოსაუბრე იბნევა კიდეც, რაკი ტყუილსა და მართალს შორის საზღვარს ვეღარ პოულობს. ეს სასაცილოა, მაგრამ ხშირად მომხდარა, რომ საკუთარი ტყუილების ლაბირინთში დაკარგულა და ეს ამბავი დავიდარაბით დასრულებულა. აკი, ვთქვით, რომ სულ რაღაც ამბებში ეხვევა.

Leave a Reply

Your email address will not be published.