ამერიკა ბარბარა ბუშს გამოეთხოვა /VIDEO/

ამერიკა ყოფილ პირველ ლედის, ბარბარა ბუშს გამოეთხოვა. სამგლოვიარო ცერემონია ჰიუსტონის საეპისკოპოსო ტაძარში ჩატარდა, რომლის მრევლიც ბარბარა ბუში იყო. ცერემონიას 1500-მდე ადამიანი დაესწრო, რომელთა შორის შეერთებული შტატების 4 ყოფილი პრეზიდენტი იყო. ბარბარა ბუშის მეუღლის და შვილის, უფროსი და უმცროსი ჯორჯ ბუშების გარდა, ცერემონიას ბილ კლინტონი და ბარაქ ობამაც დაესწრნენ. ცერემონიალზე იმყოფებოდნენ, ჰილარი კლინტონი, მიშელ ობამა და მელანია ტრამპი. 

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაკრძალვას არ დაესწრო.  მან განაცხადა, რომ არ სურდა, უსაფრთხოების გაძლიერებული ზომების გამო ზედმეტი უხერხულობა შეექმნა ბუშების ოჯახისთვის.

92 წლის ბარბარა ბუში 18 აპრილს გარდაიცვალა. ის შეერთებული შტატების 41-ე პრეზიდენტის მეუღლე და 43-ე პრეზიდენტის დედა იყო.

Please follow and like us:
Total 0 Votes
0

Tell us how can we improve this post?

+ = Verify Human or Spambot ?

Post Author: რეჯინა ლამბერტი

რეჯინა, მეგობრებისთვის - რეჯი. ეძებს თავგადასავლებს - მუდმივად და ოცნების მამაკაცს - უკვე მესამედ. პრინციპში, სულ ეს არის

Leave a Reply

Your email address will not be published.