გრენლანდიაში სეპარატისტული განწყობა იზრდება

გრენლანდია კატალონიის გზაზე. ადგილობრივ საპარლამენტო არჩევნებზე მთავარ პოლიტიკურ მესიჯად დანიისგან გამოყოფა იქცა. 7 ადგილობრივი პოლიტიკური პარტიიდან 6 დამოუკიდებელი გრენლანდიის მომხრეა. თუმცა პარალელურად ჩნდება კითხვაც: როგორ გამოაცხადონ დამოუკიდებლობა ისედაც მყიფე ეკონომიკის ჩამოშლის გარეშე?

1979 წელს გრენლანდიამ დანიისგან ფართო ავტონომია მიიღო. რეალურად კოპენჰაგენი მხოლოდ საგარეო პოლიტიკას და თავდაცვას აკონტროლებს. გარდა ამისა, კუნძული, რომლის მოსახლეობაც 60 ათასი ადამიანია, დანიისგან ყოველწლიურად ნახევარი მილიარდი ევროს ოდენობის სუბსიდიებს იღებს. გრენლანდია კვალიფიციური მუშახელის და განვითარებული ინფრასტრუქტურის ნაკლებობას განიცდის.

გარდა ამისა გრენლანდიას სერიოზული პრობლემები შეუქმნა გლობალურმა დათბობამაც. პრობლემებია სოციალურ ცხოვრებაშიც. სტატისტიკურად  გრენლანდიაში მსოფლიოში თვითმკვლელობათა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, ყოველი მესამე მოზარდი კი სექსუალური შევიწროვების მსხვერპლია.

Please follow and like us:
Total 0 Votes
0

Tell us how can we improve this post?

+ = Verify Human or Spambot ?

Post Author: @rain

Leave a Reply

Your email address will not be published.