ვენეციელები ტურისტების წინააღმდეგ

განიტვირთოს ვენეციის ქუჩები და ხიდები ტურისტებისგან – ამგვარი გადაწყვეტილება ქალაქის მერმა ლუიჯი ბრუნიარომ მიიღო. დღეს ვენეცია კომპლექსურ ზომებს ტესტავს, რომელთა შორისაა ტურისტებისთვის სპეციფიური მარშრუტების შედგენა, რომლებიც საცხოვრებელ რაიონებს გვერდს აუვლის. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ აღარ შეუძლიათ ტურისტული ნაკადების 24-საათიანი რეჟიმის პირობებში ცხოვრება.

ვენეციის მოსახლეობა მხოლოდ 50 ათას ადამიანს შეადგენს. წყალზე გაშენებული ქალაქი კი ყოველწლიურად 30 მილიონ ტურისტს მასპინძლობს.

ჩვენ უკვე აღარ შგვიძლია ავიტანოთ ეს მასობრივი, შეიძლება ითქვას, ველური ტურიზმი. კულტურული, ელიტური ტურიზმი უნდა განვავითაროთ.

სხვა ზომებს შორის, რომელთა მიღებასაც ვენეციის მერია აპირებს, მაისის უქმე დღეებში და ზაფხულის არდადეგების პერიოდში ტურისტებისთვის ქალაქის ზოგიერთი ქუჩის და ნავმისადგომის გადაკეტვაა. ასევე აპირებენ აკრაძლონ ქალაქის ცენტრში ბინების გაქირავება.

Please follow and like us:
Total 0 Votes
0

Tell us how can we improve this post?

+ = Verify Human or Spambot ?

Post Author: რეჯინა ლამბერტი

რეჯინა, მეგობრებისთვის - რეჯი. ეძებს თავგადასავლებს - მუდმივად და ოცნების მამაკაცს - უკვე მესამედ. პრინციპში, სულ ეს არის

Leave a Reply

Your email address will not be published.