რომან პოლანსკი კინოაკადემიიდან გარიცხეს

ამერიკის კინოაკადემიამ საკუთარი რიგებიდან რეჟისორი რომან პოლანსკი  გარიცხა. კინოაკადემიის განცხადებაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება ეთიკური მოსაზრებებით მიიღეს, რასაც კინოაკადემიკოსებს ადამიანის ღირსების პატივისცემა ავალდებულებს.

რომან პოლანსკი 1977 წელს 13 წლის გოგონასთან სექსუალური კავშირის გამო სასამართლოს წინაშე წარსდგა, თუმცა განაჩენის გამოცხადებას არ დაელოდა და ამერიკიდან გაიქცა. მას მერე რეჟისორი ევროპაში ცხოვრობს, ამერიკული მართლმსაჯულება კი 40 წელია უშედეგოდ მოითხოვს მის ექსტრადირებას.

რომან პოლანსკის ფილმებს 5 ოსკარი აქვთ მიღებული. მათ შორის ოსკარები საუკეთესო ფილმისთვის, რეჟისურისთვის და სცენარისთვის. ბოლო ოსკარი პოლანსკიმ 14 წლის წინ „პიანისტისთვის“ მიიღო, თუმცა ჯილდოს მისაღებად ლოს ანჯელესში, ცხადია, არ ჩასულა.

რომან პოლანსკი 85 წლისაა. ამერიკის კინოაკადემიას მისთვის წევრობის ჩამორთმევა, რატომღაც მხოლოდ ახლა გაახსენდა.

 

Please follow and like us:
Total 0 Votes
0

Tell us how can we improve this post?

+ = Verify Human or Spambot ?

Post Author: როჯერ ო. ტორნჰილი

გამუდმებით რაღაც უცნაურ ამბებში აღმოჩნდება ხოლმე გახვეული. ეგებ იმიტომაც, რომ დაუჯერებელი ისტორიების შეთხზვა უყვარს და ამას ისეთი ოსტატობით აკეთებს, რომ თანამოსაუბრე იბნევა კიდეც, რაკი ტყუილსა და მართალს შორის საზღვარს ვეღარ პოულობს. ეს სასაცილოა, მაგრამ ხშირად მომხდარა, რომ საკუთარი ტყუილების ლაბირინთში დაკარგულა და ეს ამბავი დავიდარაბით დასრულებულა. აკი, ვთქვით, რომ სულ რაღაც ამბებში ეხვევა.

Leave a Reply

Your email address will not be published.