წელს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია არ გაიცემა

2018 წელს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია არ გაიცემა.  შვედეთის სამეფო აკადემიამ გადაწყვეტილენა დღეს გამოაცხადა და ერთდროულად რამდენიმე სკანდალს უკავშირდება.

კონფლიქტის ეპიცენტრში ფოტოგრაფი ჟან-კლოდ არნო აღმოჩნდა, რომელიც ერთდროულად რამდენიმე ქალმა დაადანაშაულა სექსუალურ ძალადობასა და შვიწროვებაში. არნო ნობელის კომიტეტის წევრის მწერალ კატარინა ფროსტენსონის ქმარია. მომხდარის გამო, ფროსტენსონს აკადემიის წევრობა ჩამოერთვა.

ასევე ცნობილი გახდა, რომ კომიტეტის რამდენიმე წევრი წესდებას წლების განმავლობაში არღვევდა, რაც მომავალი ლაურეატის ვინაობის წინასწარ გამჟღავნებაში გამოიხატებოდა. შედეგად კომისია მისმა ექვსმა წევრმა დატოვა. მომხდარის გამო შვედეთის აკადემიამ გადაწყვიტა, წელს ლიტერატურის დარგში პრემია აღარ გასცეს.

Please follow and like us:
Total 0 Votes
0

Tell us how can we improve this post?

+ = Verify Human or Spambot ?

Post Author: კურტ აიზენკოფი

ამაყობს, რომ სამი თაობის უკან რომელიღაც წინაპარი გერმანელი ჰყავდა. არ უყვარს ადამიანები, თვლის, რომ კაცობრიობა თვითგანადგურებისკენ მიდის და არ სურს ამ პროცესის თანამონაწილე იყოს. ამიტომაც საკუთარ თავშია ჩაკეტილი და ხალხზე მეტად კოლბებთან ურთიერთობს - პროფესიით ქიმიკოსია

39 thoughts on “წელს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია არ გაიცემა

Leave a Reply

Your email address will not be published.