პარიზში მიგრანტმა ბავშვი აივნიდან გადავარდნისგან იხსნა /VIDEO/

მიგრანტი მალიდან მამუდუ გასამი ნამდვილ გმირად იქცა, როდესაც ყოველგვარი დაზღვევის გარეშე პარიზის ერთ-ერთი საცხოვლებელი სახლის გარე ფასადზე მეოთხე სართულამდე ავიდა და აივნის მოაჯირზე ჩაბღაუჭებული ბავშვი გადაარჩინა.

მიგრანტის გმირობის და ბავშვის გადარჩენის ვიდეო სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა. მამადუ გასამს მე-4 სართულამდე ასაღწევად ერთ წუთზე ნაკლები დრო დასჭირდა. იქამდე 4 წლის ბავშვის დაჭერას მეზობელ აივანზე მყოფი მამაკაცი ცდილობდა.

22 წლის გმირი მიგრანტი მადლობის პირადად გადასახდელად, ელისეს სასახლეში საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მიიწვია.

Please follow and like us:
Total 3 Votes
1

Tell us how can we improve this post?

+ = Verify Human or Spambot ?

Post Author: @rain